ლეჟავა ვლადიმერ (ვალიკო) ვახტანგის ძე
ლეჟავა ვლადიმერ (ვალიკო) ვახტანგის ძე

ლეჟავა ვლადიმერ ვახტანგის ძე (21.V.1938, თბილ. – 19.X.2009), ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (1995), თბილ. საპატიო მოქალაქე. დაამთავრა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტის აგრონომიული ფაკ-ტი აგროქიმიისა და ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით (1961). მ. საბაშვილის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინ-ტში (1964-1967). დაამთავრა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტი (ახლანდ. აგრარული უნ-ტი) ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით (1961). მოსკოვში წარჩინებით დაამთავრა „სოიუზვნეშტორგის“ და „სოიუზვაგრან-პროსტავკის“ სპეცკურსი ფრანგულ ენაში (1974-1975) და მიენიჭა გაეროს ექსპერტის წოდება სოფლის მეურნეობაში. მუშაობდა ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინ-ტში ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად (1961-1974), თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ხმელეთის ჰიდროლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტად, პროფესორად (1974-2006). საზაფხულო პრაქტიკებზე დაჰყავდა თსუ-ის სტუდეტები (კინდღი, ჩაქვი, ბაიკალის ტბა). შეთავსებით მუშაობდა თბილ. სახელმწ. სამხავტრო აკად. სოფ. გარიყულის სტუდენტების საზაფხულო პრაქტიკის ბაზის დირექტორად (1985-2006), ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის ლანშაფტების ეკოლოგიისა და გარემოს მონიტორინგის განყ-ბაში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1996-2005). დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია სასოფლო-სამეურნეო ინ-ტში თემაზე „სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების დახასიათება გაკულტურების მაჩვენებლების მიხედვით“ (1973), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ეწერი ორთშტეინიანი ნიადაგები – ვერტისოლები“ (1993). ლ. ვ.-ს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მან გამოიკვლია საქართვ. ეწერი ნიადაგები, შეისწავლა მათი გენეზისისა და ტერიტორიული განაწილების თავისებურებანი, მუშაობდა საქართვ. ნიადაგური რუკის შედგენაზე და სხვ. სოფლის მეუნეობის დარგში შესრულებული აქვს რამდენიმე პროექტი. კერძოდ, ნუშების ბაღის გაშენება აღმოსავლეთ საქართველოში (ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, 2000-2006). ლ. ვ. იყო ნიადაგთმცოდნეთა საზ-ბის სწავლული მდივანი (1983), ნიადაგთმცოდნეთა, ხმელთაშუა ზღვის ტიპის კლიმატის ნიადაგების, მეოთხეული პერიოდის კვლევის (პალეონიადაგების) საერთაშ. კავშირის წევრი, საქართვ. ეკოლ. აკად. ნამდვილი წევრი (2002). მინიჭებული ჰქონდა ვ. დოკუჩაევის სახ. მედალი (მოსკოვი,1983), სახელმწ. პრემია (2002), საქართვ. მეცნ. და ტექნიკის დარგის სახელმწ. პრემია „საქართველოს ნიადაგების რუკის“ შედგენისათვის,  მასშტაბი 1:500,000 (2004).

თხზ.:ლეჟავა, ვ. (თანაავტორი). (1987). ნიადაგური წყლების ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზი. საინფორმაციო ფურცელი. საქ. სამეცნ.-ტექნ. ინფორმ. და ტექნ.-ეკონ. გამოკვლ. ს.-კ. ინ-ტი, N 97, თბ.; ლეჟავა, ვ. (თანაავტორი). (1987). ნეიტრონულ-აქტივაციური მეთოდის გამოყენება და დანერგვა ნიადაგურ გამოკვლევებში. საინფორმაციო ფურცელი, საქ. სამეცნ.-ტექნ. ინფორმ. და ტექნ.-ეკონ. გამოკვლ. ს.-კ. ინ-ტი, N 98, თბ.; Лежава, В. (1989). Почвенный покров и рациональное использование земель влажных субтропиков, Дополнительное пособие для иностр. студентов. Xapьков; Лежава В. (1990). Полевая диагностика субтропических и тропических почв. Xapьков; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; ლეჟავა, ვ. (2005). ნიადაგების ევოლუციის და ასაკის განსაზღვრა. თბ., გამომც. ცოდნა; ლეჟავა, ვ. (2005). ნიადაგების მსხვილმასშტაბიანი კარტოგრაფირების პრინციპები და მეთოდები. თბ., გამომც. ცოდნა.