-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ეკონომისტი
ლეჟავა დავით (13.III.1975, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1987) და ასპირანტურა (1992). საქართვ. ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი, უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი, პროექტის მენეჯერი (1989-2001); თბილ. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი, კონსულტანტი (1995-1997); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამული და ადმ. სისტემების მოდერნიზაცია, UNDP-ის პროექტი, პროექტის კოორდინატორი (1997-2001); უილიამის კოლეჯი, ეკონომიკის განყოფილება, მკვლევარ-ასისტენტი (უილიამსთაუნი, აშშ, 2002); თბილ. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი, კონსულტანტი (2002-2006); საქართვ. ეროვნ. ბანკი, მთავარი ეკონომისტი, მაკროეკონომიკური კვლევების განყ-ბის უფრ., მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი (2006-2010); საერთაშ. სავალუტო ფონდი აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი (ვაშინგტონი, აშშ,2010-2012); საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2012).