-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ლეჟავა ალექსანდრე სამსონის ძე (24.VIII.1903, ხონი-23.VIII.1966, თბილისი), მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე, თსუ-ის ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიისა და ციტოლოგიის კათედრის გამგე. დაამთავრა თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტი (1928); მიწვეული იყო თსუ-ის სამედ. ფაკ-ის ჰისტოლ. და ემბრიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად (1928); შემდეგ დოცენტად; კითხულობდა ჰისტოლოგიის კურსს მედიკოსი სტუდენტებისთვის; მუშაობდა ლენინგრადის სამხ. სამედიც. აკადემიის ჰისტოლოგიის კათედრაზე აკად. ნიკოლოზ ხლოპინის ხელმძღვანელობით (1931-1933); აქვე, აკად. სამეცნ. საბჭოს მიერ, მიენიჭა მედიცინს მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი; მე-2 მსოფლიო ომის დროს მან ჩამოაყალიბა ორ ევაკჰოსპიტალში ჰისტოლოგიის ლაბორ., სადაც იგი პერიფერიული ნერვული სისტემის ცვლილებებს შეისწავლიდა, რ-ის საფუძვლად უდევს კაუზალგიას. საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტში იყო ჰისტოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ.; თბილ. ვეტ.-ზოოტექ. ინ-ტში ჩამოაყალიბა და ხელმძღვ. ჰისტოლოგიის კათედრას (1937); თსუ-ში დაარსა ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიისა და ციტოლოგიის კათედრა და სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ კათედრის გამგე. ლენინგრადში დაიცვა სადოქ. დისერტაცია გარდამავალი ეპითელის მორფოლოგიის საკითხებზე (1950); გამოაქვეყნა მონოგრაფია (1959); თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ის დეკანი (1952-1953); თბილ. ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზ-ბის თავ-რე, დამაარსებელი და რედაქტორი ამ საზ-ბის სამეცნ. ჟურნალისა, სადაც საბჭ. კავშირისა და საზღვარგარეთის წამყვანი მორფოლოგების შრომები იბეჭდებოდა. იყო მრავალი მეცნ. ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე, მრავალი დისერტაციის ხელმძღვ.
თხზ.: ა. ლეჟავა (1955). ზოგადი მიკროტექნიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ა. ლეჟავა (1956). ჰისტოლოგიის სახელმძღვანელო: ნაწ.1., თბ., საქმედკომი; ა. ლეჟავა (1957) ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადების ეტიოპათოგენეზი და დიაგნოსტიკა. თბ., საქმედგამი. А. Лежава (1959). Сравнительный и экспериментальный анализстроения переходного эпителия мочеотводящих путей. Тб.ь ТГУ; ა. ლეჟავა (1960). ჰისტოლოგიის პრაქტიკუმი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.