-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლეონიძე ნიკოლოზ (17.XI.1933–11.XI.2022). დაამთავრა თსუ (1957) და მუშაობა დაიწყო ახალ დაარსებულ ტელესტუდიაში რედაქტორად, შემდეგ კი პასუხისმგებელ რედაქტორად (ლიტერატურულ გადაცემათა განყ–ების გამგედ). ჩაირიცხა თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრის ასპირანტურაში (1961). საიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ტელევიზია–ესთეტიკური ალზრდის საშუალება“(1965). მუშაობდა თსუ–ის ჟურნალისტიკის კათედრის მასწავლებლად, შემდეგ – უფრ. მასწავლებლად და დოცენტად (1966). ლ.ნ. იყო: ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1964). კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1975). გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე სამეცნ. ნაშრომი და რამდენიმე მონოგრაფია. იყო მრავალი სატელევიზიო და რადიოგადაცემის ავტორი. ლ.ნ.–მ რამდენიმე კოლეგასთან ერთად დააარსა თსუ–ის ხელოვნების მეორადი ფაკ-ტი, სადაც ხელმძღვანელობდა კინო-ტელე განყ–ებას (1967). მისი ძალისხმევით გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის "ტელევიზიის მოამბე" ქართულ–რუსულ და ინგლისურ ენებზე. იყო ფილოლოგიის ფაკ-ის სამეცნ. საბჭოს (კვალიფიკაციის მიმნიჭებელი) წევრი, მრავალი კინო და ტელეფესტივალის ჟიურის თავ–რე და წევრი. ჟურნალისტიკის დოქტორი (1975), პროფესორი (1977). ლ.ნ. არჩეულ იქნა თსუ-ში შეიქმნილი ახ. სტრუქტურული ერთეულის - რადიო, ტელევიზიისა და ჟურნალისტური ტექნიკის კათედრის, პირველ გამგედ, რითაც დაიწყო აღნიშნული მიმართულების ინსტიტუციური ჩამოყალიბება და მეთოდოლ. განვითარება (1999). ლ.ნ. იკვლევდა რადიო და სატელევიზიო ჟურნალისტიკის საფუძვლების სწავლებას თეორ. და პრაქტ. კუთხით; სატელევიზიო ფორმატების ანალიზს, მათ შორის საინფორმაციო გადაცემებს, დოკუმენტურ ჟურნალისტიკას, თოქ-შოუსა და გადაცემის სარედაქციო დაგეგმარებას; იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დასავლური მაუწყებლობის მოდელები შემოიტანა ქართულ აკადემიურ სივრცეში და განავითარა მათი სწავლების მოდულები. ლ.ნ. იყო ი. ჭავჭავაძის სახ. საერთაშ.-სამეცნ. საგანმან. საზ–ბა "ცოდნის" გამგეობის პრეზიდიუმის წევრი; საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1975); საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1964).
თხზ.: ლეონიძე, ნ. (1987). ტელევიზიის მოამბე. თბ., საბჭ. საქართველო; ლეონიძე, ნ. (1995). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ.1. თბ.; ლეონიძე, ნ. (1996). რადიოჟურნალისტიკა: ისტორია, თეორია, პრაქტიკა. თბ. ალმა მატერი; ლეონიძე, ნ. (1997). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ.2. თბ.; ლეონიძე, ნ. (1998). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ. 3. თბ.; ლეონიძე, ნ. (1999). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ.4. თბ.; ლეონიძე, ნ. (2001). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ.5. თბ.; ლეონიძე, ნ. (2002). ტელეჟურნალისტიკა. თბ. უნ–ტის გამ–ბა; ლეონიძე, ნ. (2003). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ.6. - თბ.; ლეონიძე, ნ. (2005). ტელე-რადიოჟურნალისტიკის საკითხები, კრ.7 . თბ.