ლემონჯავა პარმენ
ლემონჯავა პარმენ

ლემონჯავა პარმენ ბეგოს ძე (15.XII.1936, გალის რ–ნი, სოფ. ჭუბურხინჯი), ეკონომისტი, მეცნიერი, თსუ–ის პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, საქართვ. ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ–ტი (1960). მუშაობდა სსრკ მშენბანკის საქართვ. რესპ. კანტორაში, პროფკავშირის კომიტეტში (1960-1972). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,სასაქონლო ფულადი ურთიერთობების განვითარების ზოგიერთი საკითხი კომუნისტური მშენებლობის პერიოდში“ (1969). დაიწყო მუშობა საქართვ. პოლიტექ. ინ–ტის პოლიტეკონომიის კათედრაზე (1972-1975). იყო თსუ–ის ეკონ. ფაკ-ის ეკონ. თეორიის კათედრის მეცნ. დოქტორი (1990); პროფესორი (1996-2009). საქართვ. ტექ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2009-2012). საინჟ. ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნ. ფაკ–ტის ემირეტუსი (2012 –დან). ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა 21-ე საკუნის აქტუალური პრობლემები“ რედკოლეგიის წევრი და რედაქტორის მოადგილე. პროფესორის მეცნ. კვლევის სფეროა: ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკონ. თეორიის პრობლემები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემია. არის 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მ.შ. 4 სახელმძღვანელო და 5 მონოგრაფია.

თხზ.:ლემონჯავა, პ. (2006). ეკონომიკისა და ეკოლოგიის ურთიერთობის განვითარების ასპექტები. თბ., ინოვაცია; ლემონჯავა, პ. (2011). ეკონომიკის პრინციპები. თბ., გრაალი, ISBN 9789941920936; ლემონჯავა, პ. (2014). ბუნების გამოყენების ეკონომიკა. თბ., მერედიანი, ISBN 9789941108525.