-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
ლეკიშვილი მერაბ მიხეილის ძე (09.XI.1947, ქ. თელავი- 12.IX.2020, ქ. თბილისი). მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1996), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა: ქ. თელავის საშ. სკოლა, ოქროს მედალზე (1965), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1965-1970) და ასპირანტურა (1970 – 1974). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1974), დოცენტი (1983). იყო: თსუ-ის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის ასისტენტი (1974 – 1976), პროფ. (2000–2009), საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის პროფესორი (2009-2020). მას მიენიჭა: საქართვ. კომკავშირის პრემია მეცნ., ტექნ. და წარმოების დარგში (1980), ფონდი „სოროსის საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამების“ ინდივიდუალური გრანტი(1993), ფონდი „სოროსის საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამების“ ინდივიდუალური გრანტი და სოროსის დოცენტის საერთაშ. წოდება- განვლილი პედ. და სამეცნ. მოღვაწეობისათვის (1995, 1996). მის სამეცნ. ინტერესს წარმოადგენდა: მრავალი ცვლადის შეუღლებული ფუნქციები და მათი ექსპონენციალური ინტეგრირება, განზოგადებული Lip α კლასის ინტეგრირებადი უწყვეტობის მოდულები, ჩართვის თეორია და ფუნქციათა მიახლოება (C, α) საშუალოებით, მრავალგანზომილებიანი შეუღლებული ოპერატორის ექსპონენციალური ინტეგრირება და H(ω, N) კლასის დეფორმაცია, ზოგიერთი კლასის ფუნქციებისა და ფუნქციათა შეუღლებული კლასების დეფორმაცია, ორლიჩის სივრცეში ფუნქციათა შეუღლებული კლასების ჩართვა. სადოქტორო დისერტაციაში „ჩართვის თეორემები და ფუნქციათა მიახლოება ჩეზაროს საშუალოებით“, მოყვანილია ულიანოვის და ჟიჟიაშვილს ამოცანისა და, აგრეთვე, ზამანსკის ამოცანის სრული ამოხსნა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო მისი კონსულტაციით - 1 სადოქტორო დისერტაცია. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების კურსს მათ. ანალიზში, ფუნქციონალურ ანალიზში, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში. გამოქვეყნებული აქვს 24 სამეცნ. შრომა.
თხზ.: Лекишвили, М. (1988). Об одной теореме вложения для функций многих переменных.: Analysis Mathematica, 14(2),123-138; Лекишвили, М. (1989). Экспоненциальная интегрируемость оператора тригонометрического сопряжения.: ДАН СССР, 308(3), 528-530; Лекишвили, М. (1990). Экспоненциальная интегрируемость сопряженной функции.: Матем. Заметки, 48(2), 155-157.