-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ლეკაშვილი ეკა რობერტის ასული (29.XI.1971, დედოფლისწყარო, სოფ. სამრეკლო), ეკონომისტი, თსუ-ის ეკონ. პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, სამრეწვ. პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვ., განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის აკრედიტაციისა და ავტომატიზაციის ექსპერტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის პოლიტეკონომია და საერთაშ. ბიზნესის სპეც. ფაკ-ტი სპეციალობით ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა (1993). საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრა ასპირანტურა (1996) და უწყვეტად მუშაობს უნ-ტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: ,,საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ამიერკავკასიის ქვეყნებთან რეფორმების პირობებში“ (1999), იყო ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დოცენტი (1999-2006). ლ.ე. იყო საერთაშ. ბიზნესის კათედრისასოცირებული პროფესორი (2006-2012) და ეკონ. პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2014–დან). იყო: თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახ. მთ. სპეციალისტი (2007-2010) და ამავე სამსახურის უფრ. (2010-2013). წლების განმავლობაში, თსუ-ის ტურიზმის განვითარების ინ–ტის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ ტურიზმის კვლევის ინ-ტის ხელმძღვ. (2013-2019). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე ხელმძღვანელობს სამრეწვ. პოლიტ. კვლევით ცენტრს (2019). მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტად (2014). არის საერთაშ. პროექტების კოორდინატორი, Erasmus+ აკად. მობილობის პროექტის მრავალგზის გამარჯვებული, DAAD და UNIDO-ს სტიპენდიანტი. დააფუძნა ,,ააიპ ეკონომიკისა და მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაცია“ (2005-2007). გადაეცა უსაფრთხოების მკვლევართა ასოციაციის ჯილდო ,,წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის“(2021). არის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის წევრი (Business Systems Laboratiry – BSLab, 2022). გამოსცა 40-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის: 20 სახელმძღვანელო (ავტორი და თანაავტორი).
თხზ.:ლეკაშვილი, ე. (2001). საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ამიერკავკასიის ქვეყნებთან რეფორმების პირობებში (1991 - 1997): [მონოგრაფია]. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 99928333002; ლეკაშვილი, ე. (თანაავტორი). (2013). გონება ამარცხებს კაპიტალს – ორიგინალური ნაშრომი სამეწარმეო გაზაფხულის დადგომის შესახებ.თბ., უნ–ტის გამ–ბა; ლეკაშვილი, ე. (2018). რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია - მცირე ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის სრულყოფის მიმართულება:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9879941262367; Lekashvili, E. (თანაავტორი). (2023). Analysis and Assessment of Current Industrial Polisy in Georgia. მოამბე=Bulletin, ტ.17, №2თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.; ლეკაშვილი, ე. (2025). ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 987-99413399294.