ლეიბენზონი ლეონიდე სამუილის ძე
ლეიბენზონი ლეონიდე სამუილის ძე

ლეიბენზონი ლეონიდე სამუილის ძე (14.VI.1879, ხარკოვი - 15.III.1951,მოსკოვი), დაამთავრა მოსკოვის უნ-ტი (1901). თსუ-ის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე აირჩიეს თსუ-ის მეორე პროფესორად ფიზიკის კათედრაზე (29.X.1920). ასევე აირჩიეს ბაქოს პოლიტექ. ინ-ტის პროფესორად (1921). მოგვიანებით იგი დაუბრუნდა მოსკოვის უნ-ტს, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა (1922). მისი ინციატივით მოსკოვში ჩამოყალიბდა სსრკ პირველი ნავთობსარეწი ლაბორ. (1925). იყო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მექანიკის სამეცნ.–კვლევითი ინ-ტის დირექტორი (1934-1936). ლ.ლ.–ს ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომია "დრეკადობის თეორიის ამოცანათა გადაწყვეტის ვარიაციული მეთოდები"(1943). იგი ფუძემდებელია მიწისქვეშა ჰიდრავლიკისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ნავთობის საბადოთა დამუშავების მეცნ. საფუძვლების შექმნაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: სსრკ მეცნ. აკადემია, აკადემიკოსი (1943). დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით (1945, 1949), შრომის წითელი დროშის ორდენით (1944); ასევე მიღებული აქვს სტალინური პრემია (1943).