ლეიაშვილი პაატა რობერტის ძე
ლეიაშვილი პაატა რობერტის ძე

ლეიაშვილი პაატა რობერტის ძე (11.III.1954, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ეკონ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. დაამთავრა სპი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით (1972-1977), თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ის ასპირანტურა (1979-1983). მუშაობდა: უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად თბილ. ჩარხმშენებელ საწარმოში; ეკონომიკის ინ-ტში; პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტში (1979-1999); შემდეგ კი თსუ-ში (1999-დან). ლ. პ.-მ მოიპოვა ეკონ.  მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი  (1983), საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონომიკის ინ-ტმა მიანიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1994), აირჩიეს საქართვ. ეკონ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (2001),  თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება, სპეციალობით-პოლიტ.-ეკონომია (ეკონომიკსი), ეკონ. მოძღვრებათა ისტორია და ეკონ. თეორიის კათედრაზე დაიკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (2002). ლ. პ.-ს სხვადასხვა პერიოდში ეკავა საქართვ. პარლამენტის წამყვანი სპეციალისტის, ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყ-ების გამგის თანამდებობა,  გაიარა მასწავლებელთა ტრენინგები მოსკოვსა და გერმანიაში. მიღებული აქვს უცხ. სიგელები.

თხზ.: ლეიაშვილი, პ. (2002). ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა გარდამავალ ეტაპზე. თბ., აზრი, ISBN: 9992870567; ლეიაშვილი, პ. (2003). ქართული რეფორმები "ინსტიტუციონალურ ხაფანგში". თბ., აისი; ლეიაშვილი, პ. (2003). ეკონომიკსი. თბ., მეცნიერება,  ISBN: 9992801905; ლეიაშვილი, პ. (2017). ეკონომიკური მოღვაწეობა: სისტემური ანალიზი: მე-2 გამოც. თბ., სიახლე, ISBN: 9789941941382.