ლებანიძე ავთანდილ ვლადიმერის ძე
ლებანიძე ავთანდილ ვლადიმერის ძე

ლებანიძე ავთანდილ ვლადიმერის ძე (19.VI.1944, თბილისი - 15.III. 2007, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბიოფიზიკის სპეციალობით და დაიწყო მუშაობა ამავე ფაკ-ტის ბიოფიზიკის ლაბორატორიაში (1965), შემდეგ მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში თემაზე “ეპრ-მეთოდით ხსნადი და მემბრანებთან დაკავშირებული რკინა-გოგირდოვანი ცილების შესწავლა“ (1968). არჩეულ იქნა მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის დოცენტად (1985), იკვლევდა ბიოფიზიკის მნიშვნელოვან პრობლემას, რ-იც დაკავშირებულია ელექტრონის გადატანის შესწავლასთან ბიოლოგიურ სტრუქტურებში, რაც  საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ გავარკვიოთ უჯრედში ენერგიის ტრანსფორმაციისა და აკუმულაციის პროცესის მაქანიზმი. აქვეყნებდა სამეცნ. ნაშრომებს, მონაწილეობდა საერთაშ. სიმპოზიუმებში, კითხულობდა ლექციებს, ატარებდა სემინარებს და ლაბორატორიულ სამუშაოებს, ხელმძღვანელობდა სამაგსტრო ნაშრომებს. ამ ოთხ სტატიაში ასახულია მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი შედეგები: ,,Биофизика” (1975); Биофизика“ (1976); ,,Биофизика” (1977); ,,Studia Biophysica“ (1977).