ლაზრიევა ნანული
ლაზრიევა ნანული

ლაზრიევა ნანული ლაზარეს ასული (21.I.1940 - 18.III.2019, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1964). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1977). თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის ალბათ­ობის თეორიისა და მათ. სტატისტ. გან-ბის მეცნ. თანამშრომ­ელი (1964-1972); საქ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. გან-ბის მეცნ. თანამშრომელი (1973-1980), ამავე გან-ბის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1981-1990); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. გან-ბის უფრ. მეცნ. თანამ­შრომელი (1990-2019). იყო საქართვ. მათ. კავშირისა და საქართვ. სტატისტ. ასოციაციის წევრი, საერთაშ. სტატისტ. ინ-ტის წევრი, ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. ბერნულის საზ-ბის წევრი. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო  მოიცავდა  ფილტრაციით აღჭურვილ ზოგად სტატისტიკურ მოდელებსა და რეალური M-შეფასებებს; ძალმოსილი წრფივი ასიმპტოტურად ნორმალური შეფასებების აგებას (რომლებიც რობასტულობის თეორიაში სტატისტიკური შეფასებების ძირითად კლასს წარ­მოადგენს); სემიმარტინგალურ სტატისტიკური მოდელისთვის პარამეტრის რეკ­ურ­სიული შეფასების მიღებას და ამ უკანასკნელისა და მაქსიმალური დასაჯე­რობის შე­ფა­სების  ასიმპტოტურად  ეკვივალენტურობის ჩვენებას.

თხზ.: ლაზრიევა, ნ. (თანაავტორი), (1999), ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები. ფონდი „ევრა­ზია“, 1999; ლაზრიევა, ნ. (თანაავტორი), (2000), ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ეკონომისტებისათ­ვის. ფონდი „ევრაზია“, (2000).