-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ლაზარიაშვილი თამარ ამირანის ასული (12.VIII.1964, თელავი). ეკონომისტი, დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1985-1990). მუშაობდა მრეწვ. სოფ. მეურნეობისა და შრომის ეკონ. კათედრაზე მასწავლებლად (2000); არის ეკონ. მეცნ. კანდ., სადისერტაციო თემაა: „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე: (კახეთის მხარის მაგალითზე) “ (2003); მაკროეკონომიკის კათედრის დოცენტი (2006); ამავეს კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2008); ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის მიკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2008-დან); საქართვ. ეკონონომისტთა სამეცნ. საზ-ბის წევრი; მონაწილეობდა არაერთ საგრანტო და სახელშეკრულებო პროექტებში; გერმანიაში, მე-4 საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციაზე ,,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი”, თემისთვის: „აგროსასურსათო ინდუსტრიის ციფრიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის" მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო კვლევისთვის (2024). გამოაქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები: „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“ (ბიზნესი და კანონმდებლობა, 2010, ივნისი); „ეკონომიკური რისკები და სადაზღვევო პოლიტიკის პრობლემები აგროსასურსათო სექტორში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2012, N3); „ბიოპროდუქტების ბაზრის განვითარების ტენდენციები საქართველოში“ ივერონი, 2015, N 7); „სუბსიდირების პროგრამების ეფექტიანობა მევენახეობა–მეღვინეობაში“ (ეკონომისტი, 2016, N 2, ტ. 9); „სადაზღვევო ბაზრის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში“ (ეკონომიკა და ფინანსები, 2023. N 1).
თხზ.: ლაზარიაშვილი, თ. (2007). მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები კახეთის მხარეში: მონოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN 0789994096527.