- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლაზარაშვილი თეა ნუგზარის ასული (29.V.1969, თბილისი), ეკონომიკის დოქტორი, თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მთ. მეცნიერ თანამრომელი, დირექტორის მოადგილე (სამეცნ. დარგში), ინ–ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. დაამთავრა თსუ–ის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკ–ტი (1991), მიენიჭა ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატის ხარისხი, სპეციალობა - მაკროეკონომიკა (2005), საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის ლაბორანტი (1988-1993), უმცროსი მეცნიერ თანამშრომლი და სამეცნ. ინფორმაციის განყ–ების გამგე (1993-2002), სამეცნ. ინფორმაციის განყ–ების გამგე (2002-2006), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნ. საბჭოს თავ–რის მოადგილე, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, სტატისტიკის და აუდიტის განყ–ების გამგე (2006-2008), საჯარო ეკონომიკის განყ–ების გამგე (2008-2011), ფინანსებისა და საბანკო საქმის განყ–ების გამგე (2014-2019), ინ–ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2020). იგი პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა: თბილ. აკად. ვ. ჩანტლაძის სახ. საბანკო-საფინანსო ინ–ტის ასოცირებული პროფესორი (2003); საქართვ. ეკონ. და სამართლის სასწ. ინ–ტის ასოცირებული პროფესორი; საბაკალავრო-საგანმან. პროგრამის „საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე“ ხელმძღვ. (2007); კავკასიის საერთაშ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი, ფინანსების საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვ. (2012-2026). პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად არის არაერთი სადისერტაციო საბჭოს წევრი, დისერტაციის ოპონენტი და შემფასებელი. სამეცნ. მუშაობის გარდა აქტიურადაა ჩართული ინ–ტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მონაწილეობს საგრანტო პროექტებში (1996-2026), არის ყოველწლიური საერთაშ. კონფერენციების სამეცნ.-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი (2009-2026), პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის სამეცნ. შრომების (პერიოდული გამოცემა) სარედაქციო კოლეგიის წევრი (2008-2026), საერთაშ. სამეცნ.-ანალიტიკური ჟურნ. „ეკონომისტის“ სამეცნ.-სარედაქციო კოლეგიის წევრი, მთ. რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი (2008-2026). საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამისნიტროს ფინანსების დარგობრივი საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი (2009). ახალგაზრდა მეცნიერთა საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიანტი (1997-1999), მიღებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის მადლობა საქართვ. ეკონომიკაში გატარებულ რეფორმებში შეტანილი პირადი წვლილისათვის (2003), თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მედალი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნ. და საორგანიზაციო საქმიანობისათვის (2019). საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ექსპერტის სტატუსი საქართველოში უმაღლ. საგანმან. და სამეცნ.-კვლევითი დაწესებულებების სამეცნ. საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად ეკონომიკის დარგში (2024). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სტ. (მ.შ. ერთი მონოგრაფია). მისი კვლევის სფეროა: მაკროეკონომიკა, ფინანსები.
თხზ.:ლაზარაშვილი, თ. (თანაავტორი). (2008). ინფლაციური პროცესები: შეფასება და რეგულირება (საქართველოს მაგალითზე). თბ., პ. გუგუშვილის ეკონონომიკის ინ–ტის გამომც. განხორციელდა რუსთაველის ფონდის გრანტის მხარდაჭერით RF-C-018-08, ISBN0879941906022, 154; ლაზარაშვილი, თ. (2024). „ლურჯი ეკონომიკა“ და მდგრადი განვითარების გამოწვევები. ეკონომისტი, №4. თბ., პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის გამომც.; ლაზარაშვილი, თ., (თანაავტორი). (2024). საერთაშორისო ინიციატივები „ლურჯ ეკონომიკაში“. ეკონომისტი, №3. თბ., პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის გამომც.; ლაზარაშვილი, თ. (2025). არასახელმწიფო საპენსიო ფონდის საქმიანობაში არსებული რისკები. თავი მონოგრაფიაში - ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა, ტ.I. თბ., უნივერსალი.