ლავრელაშვილი გიორგი
ლავრელაშვილი გიორგი

ლავრელაშვილი გიორგი ვასილის ძე (08.IV.1957, ქ. თბილისი) – ფიზიკოს-თეორეტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1979), მუშაობს საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის (თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტი 2011-დან; 1980-დან) თეორ. ფიზ. განყ-ბაში სხვადასხვა თანამდებობაზე, არის განყ-ბის ხელმძღვ. (2025) იმავდროულად მუშაობდა ბირთვული კვლევების  ინ-ტში (INR, მოსკოვი, რფ; 1983-1987), მ. პლანკის ფიზ. ინ-ტში (1991-1994; მიუნხენი, გერმანია), ციურიხის (1994-1996), ბერნისა (1996-1998) და ჟენევის (2005-2006; შვეიცარია) უნ-ტებში; მიწვეული მეცნ. სტატუსით მუშაობდა მაქს პლანკის გრავიტაციული ფიზ. ინ-ტში (2009-2010; 2014-2015, პოტსდამი, გერმანია). ზოგადი ფარდობითობისა და გრავიტაციის საერთაშ. საზ-ბის წევრი. ლ. გ. -ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს კლასიკური და კვანტური გრავიტაციისა და კოსმოლოგიის საკითხებს. დამატებითი განზომილებების თეორიას. მან თანაავტორებთან ერთად აღმოაჩინა ე. წ. უარყოფითი მოდის პრობლემა გრავიტაციით კვანტურ ტუნელირებაში, რ-იც არსებითია ადრეულ სამყაროში I გვარის ფაზური გადასვლების აღსაწერად (1985). ლ. გ.-მ შეისწავლა ნაწილაკების დაბადების პროცესები სივრცე-დროის ტოპოლოგიის ცვლილებისას, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას კვანტურ გრავიტაციაში – ე. წ. ევკლიდური ვორმჰოლების (Baby Universe) ფიზიკას (1987-1988); მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არააბელური შავი ხვრელების ფიზიკის განვითარებაში. თეორიულად დაადგინა ახალი ტიპის არააბელური შავი ხვრელების არსებობის შესაძლებლობა.