-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლაშხია ანზორ ნესტორის ძე (22.XII.1935, ხობის რ–ნი, სოფ. ხეთა), ეკონომისტი, დოცენტი, საქონელმცოდნე, თსუ–ის არასასურსათო საქონელმცოდნეობისა და ტექნოლ. კათედრის დოცენტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1953-1958). მუშაობდა ფაკ-ტზე ლაბორანტად, ასისტენტად, მასწავლებლად (1962–დან). მინიჭებული ქონდა კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1974). ეჭირა დოცენტის თანამდებობა (1979 -დან). კონკურსის წესით დაიკავა დოცენტის თანამდებობა არასასურსათო საქონელმცოდნეობისა და ტექნოლოგიის კათედრაზე (1991-2003). დაევალა მარკეტინგისა და კომერციის ფაკ-ტის დეკანის მოვალეობის შესრულება (2004-2005). მიღებული აქვს ღირსების ორდერი (2001). 40-მდე სამეცნ. შრომის ავტორია. გამოაქვეყნა სტატიები, თეზისები, სალექციო კურსები, სახელმძღვანელო. რეორგანიზაციის პერიოდში გათავისუფლდა თანამდებობიდან.
თხზ.:ლაშხია, ა. (1989). არასაურსათო საქონლის საქონელმცოდნეობა, ლითონის და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონელი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ლაშხია, ა. (1999). წარმოების საშუალებების საქონელმცოდნეობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ლაშხია, ა. (2000). წარმოების საშუალებები მარკეტინგის სისტემაში. თბ., უნ–ტის გამ–ბა.