-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი რექტორი
ლაშხი ალექსანდრე (სანდრო) (04.II. 1945, თბილისი), მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1989). დაამთავრა თსუ-ის მეკან.-მათ. ფაკ-ტი (1968); მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა, ალგებრის კათედრაზე (ხელმძღვ. პროფ. ა. შმელკინი, 1968-1971). თსუ-ში წარმატებით დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი, სპეციალობით ლოგიკა, ალგებრა, რიცხვთა თეორია (1973); სხვადასხვა დროს იყო: საქ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1971-1984) და თსუ-ის მიწვეული ლექტორი; სტუ-ის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე. დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი, სპეციალობით გეომეტრია და ტოპოლოგია (1989); პერიოდულად, როგორც მეცნიერ მუშაკი, დოქტორანტი, მიწვეული პროფესორი, თანამშრომლობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ალგებრის კათედრასა და სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტთან (1973-1990); იყო ბათუმის სახელმწ. უნ-ტის რექტორის მოადგილე (2005-2007 და 2008-2009) და რექტორი (2007-2008); გამოთვლითი მათ. ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სტუ-ის გამოთვლითი მათ. დეპარტ. ხელმძღვ. (2012); იგი ხშირად იყო მიწვეული პროფესორი საზღვარგარეთ (საფრანგეთი, ინგლისი, ისრაელი, იტალია, გერმანია და სხვ., 1980-2012). ის არის 180-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მრავალი სტატიის, სახელმძღვანელოს ავტორი. იყო 6 მეცნ. დოქტორის, 25 მეცნ. კანდ., 4 აკად. დოქტორის ხელმძღვ.
თხზ.: ლაშხი. ა. (2012). ფინანსური რისკები და მათი მართვის მეთოდები : სახელმძღვანელო. თბ., ISBN: 9789941041358; ლაშხი ა. (თანაავტორი). (2013). ალგებრა და რიცხვთა თეორია : მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის: ნაწ. 2. ბათუმი, შოთა რუსთაველის სა. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941434365; ლაშხი, ა. (2013). ქრონიკები მათემატიკური განათლების ისტორიიდან საქართველოში (1800-2010 წწ). თბ., ტექნ. უნ-ტი, ISBN 9789941056710.
ლიტ.: ბერიძე, ლ. (2014). მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014-თბ., გვ. 142-143; ლაშხი ალექსანდრე (სანდრო). საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5, თბ., 2023, გვ. 310.