ლარცულიანი სეით ალექსანდრეს ძე
ლარცულიანი სეით ალექსანდრეს ძე

ლარცულიანი სეით ალექსანდრეს ძე (1904, სოფ. ლარჩვალი, ცაგერის რ-ნი - 1975, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა ამიერკავკ. კომუნისტური უნ-ტი (1932); საქართვ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ასპირანტურა (1935). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,სოციალისტური წარმოების წესის განვითარების კანონზომიერებანი“ (1946), პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის დირექტორი, თსუ-ის ათეიზმის კათედრის გამგე. ლექციებს კითხულობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე. ავტორია ორი მონოგრაფიისა და რამდენიმე ათეული სამეცნ. სტატიის. ლ. ს.-ის სამეცნ. კვლევის სფერო იყო :ისტ. მატერიალიზმი, მეცნ. კომუნიზმი და კომუნისტური პარტიის ისტორია. მის ნაშრომებში განხილულია სოციალ. წარმოების წესის განვითარების კანონზომიერებანი, გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის არსებითი განსხვავების დაძლევის პრობლემები და სოციალიზმიდან კომუნიზმში გადასვლის ეტაპები.

თხზ.: ლარცულიანი, ს. (1961). სოციალისტური წარმოების წესის განვითარების კანონზომიერების შესახებ. თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად.; ლარცულიანი, ს. (1964). სოციალიზმიდან კომუნიზმში გადასვლის კანონზომიერი ხასიათის შესახებ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ლარცულიანი, ს. (1967). გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის არსებითი განსხვავების დაძლევა. თბ., განათლება.