ლაოშვილი ზურაბ
ლაოშვილი ზურაბ

ლაოშვილი ზურაბ მიტუშას ძე (18. III. 1963, სვენეთი, ახლანდ. გორის მუნიციპ.), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, კარტოგრაფი, გეოინფორმაციული სისტემების ექსპერტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ-გეოლ. ფაკ-ტი გემორფოლოგიის სპეციალობით (1990). იქვე გააგრძელა მუშაობა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის ლაბორანტად (1988-1994), კათედრასთან არსებულ გეოეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. მეცნ.-თანამშრომლად (1994-1998), თსუ-ის დედამიწის დისტანციური ზონდირების სამეცნ.-კვლ. ცენტრის მეცნ.-თანამშრომლად (1998-2006). შემდეგ მუშაობა გააგრძელა გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრის „გეოგრაფიკის“ დირექტორად (1998-2001). შეთავსებით მუშაობდა აგრეთვე ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. რედაქციის კარტოგრაფიის განყ-ბის გის-ექსპერტად/კარტოგრაფ-კონსულტანტად (1998-2006), ქ. თბილისის მერიის ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომიტეტის გის-სპეციალისტად (2004-2005), ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთ. სპეციალისტად (2005-2006), სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურის ინჟინერ-პროგრამისტად (2006-2008), საქართვ. ტექ. უნ-ტის ნაგებობების სპეც. სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინ-ტის გის-ექსპერტად (2009-2013). არის შპს „სკაფისის“ დამაარსებელი და დირექტორი (2011-დან), ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გის-კონსულტანტი (2013-2014), „გის აკადემიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი (2021-დან), საქართვ. კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2013-დან), „გის სკის“ დამაარსებელი (2025-დან), მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო სისტემების ცენტრის უფროსი (2025-დან). ლ. ზ. აქტიურ საქმიანობას ეწევა კარტოგრაფიაში, გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებსა და დისტანციურ ზონდირებაში. მის მიერ შესრულებული რუკები შესულია თბილ. ენციკლოპედიასა (2002) და საქართვ. ენციკლოპედიის მე-2 ტომში (2012). მისი თანავტორობით გამოიცა „საქართველოს ატლასი მოსწავლეთათვის“ (2003). არის გეოგრაფიაში სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (2003, 2009, 2010, 2021, 2022). აქტიურად არის ჩართული გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში (2004-დან), არის 12-მდე სახელმძღვანელოს და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. გამოცემული აქვს შემდეგ ნაშრომები: „გამოყენებითი კარტოგრაფიის საფუძვლები გის-ის სპეციალისტებისათვის (2011, 2013), გეოგრ. ინფორმაციული სისტემები (2021), პრაქტიკული ჰიდროლოგია (2025, ცალკე თავი ეძღვნება გის-ების ჰიდროლოგიაში გამოყენებას). მ. მირველაშვილთან ერთად შედგენილ „კახეთის მევენახეობისა და მეღვინეობის რუკას“ მინიჭებული აქვს „საქპატენტის“დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა (2012). ლ. ზ.  პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილ. სახელმწ. უნ-ტში (1992-დან), საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში (2014-დან), ილიას სახელმწ. უნ-ტში (2018-2020), საქართვ. საერთაშ. უნ-ტში (2011-2024), ალტე უნ-ტში (2024-დან), სადაც სხვადასხვა სეპციალობებზე (გეოგრაფია, გეოლოგია, ბიოტექნოლოგია, ტურიზმი, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები, აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, მდგრადი განვითარება, ბუნებრივი საფრთხეები, ეთნოგრაფია), კითხულობდა და კითხულობს ლექციებს გეოეკოლოგიაში, გეოინფორმატიკაში, გეოინფორმაციულ სისტემებსა და დისტანციურ ზონდირებაში. ამჟამად საქართვ. ტექნიკური უნ-ტის პროფესორია (2014-დან). ლ. ზ. თანამშრომლობს სხვადასხვა („ინტელექტ ცენტრი“, „VIP Intellect Group“, “აჭარის არ-ის გიდების ასოციაცია“) კომერციულ სასწ. ცენტრებთან (2011-დან). მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია – თსუ-ის „გის ჯგუფი“ (2012), „გის სკა“ (2024), სადაც სტუდენტები გის-ტექნოლოგიებს გაღმავებულად სწავლობენ. თანამოაზრეებთან (ა. ირემაშვილი, მ. ნარსია) ლ. ზ.-მ დააარსა „გის აკადემია“ (2021), სადაც იგი უძღვება სხვადასხვა დონის სასწავლო კურსებს. 

თხზ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი. ენციკლოპედიური ცნობარი. თბ. გამომც. განათლება, გვ. 167, ISBN 99928-0-698-2; ლაოშილი, ზ. (თანაავტორი). (2012). საქართველოს სამხედრო გეოგრაფია. თბ., გამომც. უნივერსალი; ლაოშვილი ზ. (2013, 2022). გეოგრაფია ყველასათვის [დამხმარე სახელმძღვანელო]. თბ. გამომც. ინტელექტი; ლაოშვილი, ზ. (თანაავტორი). (2017). ურბანული სივრცის მდგრადი განვითარების პრობლემები საქართველოში [სახელმძღავნელო]. თბ., სტუ გამომც.; ლაოშვილი, ზ. (თანაავტორი).  (2025). დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონა ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები. თბ.: გამომც. უნივერსალი; ლაოშვილი, ზ. (თანაავტორი). (2025). პრაქტიკული ჰიდროლოგია [სახელმძღვანელო]. თბ., სტუ გამომც.; ლაოშვილი, ზ. (თანაავტორი). (2025). თანამედროვე ღვარცოფსაწინააღმდეგო კონსტრუქციის ეფექტურობის და საიმედოობის შეფასება მდინარე მლეთისხევის ღვარცოფსადინარის მაგალითზე [მონოგრაფია]. თბ.: გამომც. უნივერსალი.