-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი ისტორიკოსი ლიტერატურათმცოდნე
ლანგი დევიდ მარშალ ( Lang David Marshall, 06. V. 1924 – 20. III. 1991), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ პროფესორი საპატიო დოქტორად აირჩია (29. 09 1966).
ლ. დ. ლონდონის უნ-ტში კავკ. კვლევების პროფესორი, საქართვ., სომხ. და ბულგარეთის ისტორიის სპეციალისტი იყო. მან უმაღ. შედეგებითა და სტიპენდიატის სტატუსით დაასრულა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯი. II მსოფლიო ომის დროს ოფიცრის წოდებით იბრძოდა ირანში. თავრიზში ვიცეკონსულის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა (1944). მეცნიერმა დაიწყო კავკასიის ისტორიის შესწავლა (1946). მან ლონდონის უნ-ტის აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევის სკოლაში დაიწყო მუშაობა ქართ. ენის მასწავლებლად (1949), შემდეგ კი - ლექტორად.
ლ. დ.-ს მიენიჭა კავკასიათმცოდნეობის პროფესორის ხარისხი და დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა ლონდონის უნ-ტის კავკასიოლოგიის კათედრას (1964). იგი უძღვებოდა სალექციო კურსებს კოლუმბიისა და კალიფორნიის უნ-ტებში.
კ. დ. მუდმივად ურთიერთობდა ქართველ ენათმეცნიერებთან, ისტორიკოსებთან და აღმოსავლეთმცოდნეებთან. ქართ. საერო და სას. მწერლობის შესახებ გამოაქვეყნა შემდეგი შრომები (1960-1970): „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები,“ „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები,“ „ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში,“ „ქართველები - სალოცავთა მცველნი.“
ლ. დ.-ს საქართვ. ისტორიის შესახებ ეკუთვნის შემდეგი კვლევები: „ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები, 1658-1832,“ „საქართველოს ახალი ისტორია, XIX-XX სს.“