-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ლალიაშვილი ლაშა ნოდარის ძე (30.X.1992, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულება (ფიზიკის ბაკალავრი, 2015) და მაგისტრატურა (2017). თსუ-ში დაიცვა დისერტაცია, თემაზე: ''ელექტრონების კოჰერენტული გადასვლები L-ცისტეინით და სპილენძის იონებით დაფარულ ოქროს ელექტროდებზე" და მიენიჭა ფიზიკის დოქტორის აკად. ხარისხი (2025). იყო „სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ უმაღლ. საგანმანათლ. დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი (2017-2022); ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერ. ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (2021-2025); „სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის“ ფიზიკის მასწავლებელი (2024- დან). არის რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: „The self-assembled, atomically defined, flexible and highly tunable bilayered Au/L-cysteine/Cu(II/I) junctions capable of voltage-gated coherent multiple electron/hole exchange” (Nano Futures 5, 2021); “Forty years of theory-inspired experiments on charge-transfer via solutions and electrodes: the Georgian accents” (Journal of Solid State Electrochemistry, 2023, Vol. 27).