ლაითაძე გურამ
ლაითაძე გურამ

ლაითაძე გურამ (18.X.1941 ქ. ჩკალოვსკში, რუსეთის ფედერაცია 23.VIII.2012 თბილ.).  ქართვ. მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (1975), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1973). დაამთავრა ქ. თბილ. 37-ე რუსული საშ. სკოლა (1959). წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1965), თსუ-ის ასპირანტურა (1965-1968). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ორადობის თეორემები ჰომოლოგიური მიმდევრობისათვის“(1973). იყო თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის დოცენტი (1975-2006). წლების განმავლობაში მიჰყავდა სალექციო კურსი: „ტოპოლოგიის რჩეული თავები“. იყო საქართვ. განათლების სამინისტროსთან არსებული უმაღლეს სასწავლებლებში მათემატიკის სწავლების საკითხების მეთოდსაბჭოს სწავლული მდივანი  (საბჭოს თავ–რე აკად. გ. ჭოღოშვილი).   

თხზ.:  Laitadze, G. (1994). Soobshch. Akad. Nauk Gruz. 149, No. 3, 395--397 (Zbl 0842.55003); Laitadze, G. (2000). Bull. Georgian Acad. Sci. 162, No. 3, 434--436 (Zbl 0997.47048); Laitadze, G. (2001). Bull. Georgian Acad. Sci. 163, No. 1, 19--21 (2Zbl 1009.47057).