ლაისტერი ალექსანდრე ფილიპეს ძე
ლაისტერი ალექსანდრე ფილიპეს ძე

ლაისტერი ალექსანდრე ფილიეს ძე (4.IV.1884, სოფ. ახტა, სომხეთი – 1.II.1941, თბილ., ვერის ძველი სასაფლაო), გეოგრაფი, კავკასიოლოგი, პროფესორი (1932). დაამთავრა ერევნის ვაჟთა გიმნაზია (1902), ხარკოვის უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა (1907). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ხარკოვსა და გროზნოში (1907-1911). მუშაობა გააგრძელა თბილ.-ში იყო საშ. სკოლის გეოგრ. მასწავლებელი და კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნ-ტში (1923-1933). შემდეგ გახდა თსუ-ის ქვეყანათმცოდნეობის კათედრის პროფესორი (1937-1941), შემდეგ ამავე კათედრის გამგე (1939-1941). ამავდროულად ლექციებს კითხულობდა ერევნის უნ-ტსა და სომხეთის პედ. ინ-ტში. ლ. ალ. იყო ჯერ რუსეთის საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის კავკ. განყ-ბის – КОИРГО-ს წევრი (1909) და სწავლული მდივანი (1913-1924), შემდეგ საქართვ. გეოგრ. საზ-ის სწავლული მდივანი (1924-1929) და საზ-ბის პერიოდული გამოცემის რედაქტორი (Известия КОИРГО, 1913-1917), სსრკ მეცნ. აკად. კავკასიისმცოდნეობის ინ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბის სწავლული მდივანი (1931-1934). ლ. ალ. სათავეში ედგა „ამიერკავკასიის გეოგრაფიული ლექსიკონის“ რედაქციას. ნ. ფ. რუდოლფთან ერთად, იგი იყო ტფილისში ჩატარებული რუსეთის ბუნებისმეტყველებისა და ექიმების XIII კონგრესის შრომების (1916, ტომი V, VI) რედაქტორი (1913 წლის 16-24 ივნისი). აღნიშნული შრომების პირველი გამოცემა მიეძღვნა პედაგოგიურ, ხოლო მეორე კავკასიის საკითხებს. ლ. ალ. იკვლევდა კავკასიის ფიზიკური გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ჰიდროლოგიის, ეთნოგრაფიისა და ალპინიზმის ისტორიის საკითხებს.

თხზ.:Ляйстер, А.Ф. (1914). Археологическiя изслѣдованiя А.А. Ивановскаго въ Эриванской Губернiи Эриван; Ляйстер, А.Ф., Чурсин, Г.Ф. (1924). География Кавказа: Природа и население. С 28 графиками и картограммами и сорокаверстной картой Кавказа. Тифлис, Закавказский коммунистический университет имени 26-ти; Ляйстер, А.Ф., Чурсин, Г.Ф. (1929). География Закавказья: очерки по физической географии и этнографии ЗСФСР, с 26 картограммами и графиками и физической картой Закавказья, Заккнига.; მარუაშვილი, ლ. (1988). კავკასიის თვალსაჩინო გეოგრაფოსი (ალექსანდრე ფილიპეს ძე ლაისტერის დაბადებიდან 100 წლისთავზე), საქართვ. გეოგრ. საზ-ების შრომები, ტ. XVII, თბ., 1988, გვ. 200-207; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0.