-
ავტორი
- კატეგორიები: მომღერალი კურსდამთავრებული
ლაგვილავა რევაზ (19.IX. 1952, თბილისი) ქართვ. მომღერალი. ლ. რ.-მა დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971), ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახ. კონსერვატორია, ვოკალურის განხრით (1976). იგი იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრ. წამყვანი სოლისტი (ბარიტონი,1980–2004); შედგა მისი დებიუტი (1980), რობერტი (ჩაიკოვსკი "იოლანტა"); მან სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში (1981); მისი ქართ. რეპერტუარიდან აღსანიშნავია ქართვ. კომპოზიტორთა საოპერო არიები და რომანსები; ხოლო სხვა რეპერტუარიდან: რიგოლეტო, ამონასრო; დიდი ინკვიზიტორი (ვერდი "რიგოლეტო", "აიდა", "დონ კარლოსი"); სკარპია (პუჩინი "ტოსკა"); ესკამილიო (ბიზე "კარმენი"); ტონიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"); ალფიო (მასკანი "სოფლის პატიოსნება"); იოქანაანი (რ. შტრაუსი "სალომე"); შჩელკალოვი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); რობერტი; ებნ–ხაკია; ტომსკი (ჩაიკოვსკი "იოლანტა", "პიკის ქალი"); კამერული რეპერტუარი: მოცარტი; ბეთჰოვენი; შუბერტი; შუმანი; ჩაიკოვსკი; რიმსკი–კორსაკოვი; მუსორგსკი; ბოროდინი.
ლიტ.: ლაგვილავა რევაზ. ქართული მუსიკის ენ ციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 276.