ლაგვილავა ენვერ სილიბისტროს ძე
ლაგვილავა ენვერ სილიბისტროს ძე

ლაგვილავა ენვერ სილიბისტროს ძე (10.X.1946, ზუგდიდი, სოფ. კორცხელი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ–ტი ინჟ.-ეკონომისტის სპეციალობით(1964-1969). საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი(1969-1970). დაამთავრა საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ცენტრისა და სსრკ მეცნ. აკად. მოსკოვის ცენტრ. ეკონ.-მათემატიკის ინ-ტის ასპირანტურა (1973). ოდესაში დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია თემაზე:,,რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გადაადგილებისა და სპეციალიზაციის ოპტიმალური დაგეგმვა პერსპექტივაში“, ეკონ. ინფორმაციის მექანიზ. დამუშავების ორგანიზაციის სპეც-ით (1976). კონკურსის შედეგად დაიკავა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ზე დოცენტის თანამდებობა (1978). მიენიჭა დოცენტის წოდება (1982). იყო თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ის დეკანის მოადგილე (1984-1990), ეკონ. აკად. დოქტორი (2004). თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2020); კათედრის ხელმძღვ. (2009-2013). იყო თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი. თსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო პროგრამის „კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ ხელმძღვ. უმაღლ. საგანმან. დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი. ჟურნ. „ახალი ეკონომისტის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. კათედრის მოწვეული ასოცირებული პროფესორი (2020–დან). გამოაქვეყნებული აქვს 58 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია, ექვსი დამხმარე სახელმძღვანელო და სამეცნ. ბროშურა.

თხზ.:Лагвилава, Е. (1979). Оптимизация размещения и специализации сельского хозяиства Грузинской ССР на перспективу. Тб., Мецниереба; ლაგვილავა, ე. (თანაავტორი). (2017). კათედრის მართვისა და ფაკულტეტზე კონკურსების ჩატარების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება და დანერგვა. თბ., ივერიონი, ISBN 9789941276927.