- კატეგორიები: მათემატიკოსი
ლაგვილავა ედემ (28.VI.1948, ქ. მარტვილი - 21.III.2022, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი. დაამთავრა ქ. თბილ. ი. ვეკუას სახ. 42-ე საშ. სკოლა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1968), მოსკ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1972), მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში ლაბორანტად (1972-1974), უფრ. ლაბორანტად (1977-1978), უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1978-1886). ლ. ე. მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფროს მეცნ. თანამშრომლად (1986). ის ასევე მუშაობდა ი. ვეკუას სახ. სკოლაში, მათ. პედაგოგად, რა დროსაც დიდად განავითარა სკოლის მათემატიკური პროფილი (1997). მისმა მოსწავლეებმა მრავალ საერთაშ. ოლიმპიადაზე იასპარეზეს წარმატებით (IZHO, IMO და სხვა). ლ. ე.-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი. ძირითადი მოღვაწეობის სფერო იყო მატრიცული ფუნქციების ფაქტორიზაციის პრობლემა და ანალიტიკური ფუნქციების სასაზღვრო მნიშვნელობები. გ. ჯანაშიასთან ერთად მან განავითარა ჯანაშია-ლაგვილავას მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის მეთოდი, რ-იც მერილენდის უნ-მა დააპატენტა (2016).
თხზ.: Lagvilava, E., (2016) Matrix Spectral Factorization for Data Compression, Filtering, Wireless Communications, and Radar Systems, IS-2008-049, University of Maryland (with G. Janashia, L. Ephremidze).