ლაღიძე ლამზირა დავითის ასული
ლაღიძე ლამზირა დავითის ასული

ლაღიძე ლამზირა დავითის ასული (01. XII. 1952, სოფ. ობჩა ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი), მეტეოროლოგი, პედაგოგი. სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე სპეციალობით მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია (1970-1975). გაიარა ასპირანტურის კურსი (1980-1984). მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე შემდეგ თანამდებობებზე: მეცნიერ-თანამშრომლად და მოწვეულ პედაგოგად (1975-1988), დოცენტად (1988-2006), თსუ-ის გეოგრ. დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორად (2009-2014), ასოცირებულ პროფესორად (2014-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ულტრამოკლე რადიოტალღების გავრცელების მეტეოროლოგიური პირობები ამიიერკავკასიის ტერიტორიაზე“ (1987). ნაშრომში დადგენილია რადიოტალღების რეფრაქციის პირობები, რელიეფისა და  მეტეოროლ. პირობების გათვალისწინებით და სხვადსხვა სინოპტიკური სიტუაციებისათვის შედგენილია რუკები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია რადიტალღების (უხარვეზო) გადაცემის არეალების დასაგენად. ლექციებს კითხულობდა და კითხულობს თსუ-ში შემდეგ საგნებში (ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში): მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, ატმ. პროცესები,  კლიმ. რესურსები, გამოყენებითი მეტეოროლოგია,  საქართვ. კლიმატოგრაფია,  კლიმატის ცვლილება, რადიომეტეოროლოგია,  მზის რადიაცია და ჰელიორესურსები (1980-დან). მონაწილეობდა  ექსპედიციებში: ყაბარდო-ბალყარეთში (1977-1983), აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც რადიოლოკაციის გამოყენებით აწარმოებდა დაკვირვებას სეტყვის წარმომქმნელ ღრუბლებზე, მათზე ზემოქმედების  მეთოდების დასადგენად (1977-1980); ჩრდილოეთ კავკასიაში, ზელენჩუკის მხარეში (ზ. დ. 2500 მ), სადაც აწარმოებდა ტროპოსფეროს ვერტიკალური სტრუქტურის კვლევას, ტროპოსფეროს სტატისტიკური მოდელის შემუშავებისათვის; ეკოლ. ექსპედიციაში „დაჭრილი ბუნება“ საქართველოს  ტერიტორიაზე (1980), თსუ-ის კომპლექსურ-გეოგრ. ექსპედიციაში თურქეთში „მდგრადი  ეკოლ. განვითარების ძირითადი პრინციპები“ (2011, ერუშეთის მთიანეთი, შავშეთის ქედი, ერზრუმისა და ართვინის ვილაიეთები, ანატოლიის ზეგანი), თსუ-ის კომპლექსურ-გეოგრ. ექსპედიცია აზერბაიჯანში „კავკასიის გეოგრ. თვისებურებების მიზეზ–შედეგობრივი კავშირები, აზერბაიჯანი“ (2013, აღმ. კავკასიონის სამხ. ფერდობი, კასპიისპირეთი, მტკვარ-არაქსის ხეობა, თალიშის მთიანეთი, ლენქორანის დაბლობი, მინგეჩაურის წყალსაცავი), თუშეთში (კავკასიონის ჩრდილოეთი კალთა, პირიქითისა და გვერდითი ქედები, დიკლოსმთა, თუშეთისა და პირიქითის ალაზნის ხეობები, 2015). ლ.ლ. მრავალ სამეცნ. სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილეა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნ. ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

თხზ.: ლაღიძე, ლ. (თანაავტორი). (2013). დედამიწისმცოდნეობა.  უნ-ტის. გამ-ბა., ISBN 9789941132872; Lagidze, L. (თანაავტორი). (2014). The Influence of Circular Proceses on Change in Precipitation in the Scope of Climate Change. International Journal of GEOMATE, Vol. 13, Issue 39, Japan, Mie, Scopus, p.p.213-219, ISSN: 0254-8704; Lagidze, L. (თანაავტორი). (2015). Medical Aspects of Atmosphere Pollution. Journal of Environmental Biology. Publisher: Triveri Enterprises, Special Issue of JEB, 36(1), p.p.101-107, ISSN: 0254-8704; ISSN: 2394-0379; Lagidze,L. (თანაავტორი). (2016). The Changes of Precipitationin Samtskhe-Javakheti Region (GEORGIA) Against the Background of Climate Change. Proceedings of the Second Inter­national Conference on Science, Engineering & Environment, Osaka C­ity, Japan, pp. 651-656, ISBN: 978499059587; Lagidze L. (თანაავტორი). (2017). Evaluation of Climate Parameters of Black Sea Coastline in the Background of Climate Change. Journal of Environmental Biology. Special Issue „Environment and Ecology“, Publisher: Triveri Enterprises. Special Issue of JEB, 38(5), ISNN 1069-1077; Lagidze, L. (თანაავტორი). (2020). Influence of meteeorological factors on ecological conditions of the atmosphere in Tbilisi, Georgia.Journal of Environmental Biology (JEB). Special Issue “Environment & Ecology” ISSN: 0254-8704 Vol. 41(2), ISBN 1155-1162; Lagidze, L. (თანაავტორი). (2024). The Influence of Circulation Processes on the Ecological Condition of Tbilisi City in the Background of Climate Change. RT&A, Special Issue № 6 (80), Part-2, Vol. 19, December, ISNN 698-704.