ლაფონი რენე
ლაფონი რენე

ლაფონი რენე (Lafon René, 04. VIII. 1899, მერინაკი, ბორდოს ახლოს - 04. II. 1974, არკაშონი), კავკ. ენების მნიშვნელოვანი კვლევებისათვის ბორდოს უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.06.1969).

ლ. რ. ლინგვისტი, ბასკური ენის მკვლევარი, კავკასიოლოგი, საფრანგეთის რამდენიმე აკადემიის წევრი, სორბონის (1944), შემდეგ კი ბორდოს უნ-ტების პროფესორი იყო (1948).

ლ. რ. II მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში აღმოჩნდა (23. 06. 1940), სადაც გაეცნო ბასკ ტყვეებს, მათი ენის დიალექტურ ფორმებს და გათავისუფლების შემდეგაც (1941 წლის 16 აგვისტო) არ შეუწყვეტია მეგობარ ბასკებთან ურთიერთობა. აქტიური კვლევის შემდეგ დაასრულა შემდეგ საკითხებზე მუშაობა (1941-1943): „ბასკური ზმნის სისტემა XVI საუკუნეში” და „დამხმარე ზმნური სისტემები XVI  საუკუნის ძირითად ბასკურ ტექსტებში.“ მკვლევრის რეცენზიები სისტემატურად იბეჭდებოდა „პარიზის საენათმეცნიერო საზოგადოების ბიულეტენში.“

ეროვნ. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით (1948), ბორდოს უნ-ტის ხელოვნების ფაკ-ტზე შეიქმნა ბასკური ენისა და ლიტერატურის განყ-ბა, სადაც ლ. რ. აქტიურად უძღვებოდა ლექციათა კურსს (1969).

ლ. რ. დაინტერესებული იყო ქართ. ენის, მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტ. და მორფოლოგიის საკითხებით. იგი ესტუმრა თბილისს, თსუ-სა და ენათმეცნიერების ინ-ტში წაიკითხა ლექციები ბასკური ენის პრობლემური საკითხების შესახებ (1966).

ლ. რ.-ს, ბასკური ენის აკადემიამ, ნიშნად მისი სამეცნ. შრომების აღიარებისა, აკადემიკოსის ხარისხი მიანიჭა (1953). იგი აკადემიის წ.-კორ. (1964), შემდეგ კი პარიზის ლინგვისტიკის საზ-ბის წარმომადგენლის პოზიციაზე დაინიშნა (1968).