-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ფილოსოფოსი მთარგმნელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლაბუჩიძე-ხოფერია (დოდო) დარეჯანი ( 15. IX. 1948, თბილისი-24. II. 2020, თბილისი), მეცნიერი, მთარგმნელი, პედ., ფილოლ, ფილოს. მან დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი ფრანგ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1972); ამავე უნ-ტის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის ასპირანტურა, რომანული ფილოლ. მიმართულებით(1977); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დოქტორანტურა (2008). ლ. დ. თსუ-ის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სავლე წერეთლის სახ. ფილოს. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე (1977-2009). იგი იყო კლასიკური ფილოს. მემკვიდრეობის განყ-ბის მთარგმნელი (1977-1984); უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1985-1999); მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2006); ქართ. და უცხოეთის ფილოს. ისტ. განყ-ბის გამგის მოადგილე (2006-2009); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (თემა-„ფრანგულ-ქართული თარგმანის ადეკვატურობის პრობლემატიკა ფილოსოფიურ ტექსტში“) და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკად. ხარისხი (2009). ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას როგორც თბილ. პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ინ-ტში (1991-2002), ასევე თსუ-ში (2000-2002); ლ. დ. გრიგოლ რობაქიძის სახ. უნ-ტის ჰუმანიტარულ და სოც. მეცნ. სკოლის პროფესორი, ფილოს. და სოც. მეცნ. კვლევითი ინ-ტის ფილოს. და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყ-ბის გამგის მოვალეობას ასრულებდა (2010-2020), ლ. დ ახ. საქართვ. უნ-ტის პროფ. და ამავე უნ-ტის კავკ. ფილოს. და თეოლოგიის სამეცნ.-კვლ. არქივის მეცნიერ-თანამშრომელია (2015-2020); სარედაქციო კოლეგიის წევრია სამეცნ. სერიებისა-"ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია" და "ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, თარგმანები" (2007-2020); იგი არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მთარგმნელი და რედ.; საქართვ. "ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტის" წევრი (საფრ. საელჩოსთან არსებული საქართვ. ფრანგ. ინ-ტი - Institut Français de Géorgie); ლ. დ. საფრ. საელჩოს ეგიდით გამართული კონკურსის-"საუკეთესო მთარგმნელი" ფარგლებში წლის საუკეთესო მთარგმნელად დასახელდა (2009); იგი, როგორც საქართვ. ფრანგ. კულტურის გამორჩეული ქომაგი და პოპულარიზატორი, ფრანგ. ხელოვნებისა და ლიტ-რის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საფრანგ. კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრის ბრძანებით "საპატიო რაინდის ორდენით (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დაჯილდოვდა (2013).
თხზ.: ლაბუჩიძე-ხოფერია, დ. (მთარგმნელი). (2018). დეკარტი, რენე. ფილოსოფიური ტრაქტატები. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა; ლაბუჩიძე-ხოფერია, დ. (მთარგმნელი). (2018). გრონდენი, ჟან. რელიგიის ფილოსოფია. თბ; ლაბუჩიძე-ხოფერია, დ. (2017). მონტენი, მიშელ დე. ესეები: წ. 1. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა; ლაბუჩიძე-ხოფერია, დ. (მთარგმნელი). (2025). დიურკემი, ემილ. სოციოლოგიის მეთოდის წესები. თბ.: Carpe diem.