ლაბაძე რუსუდან ნოშრევანის ასული
ლაბაძე რუსუდან ნოშრევანის ასული

ლაბაძე რუსუდან ნოშრევანის ასული (11. VIII. 1971, ქ. თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. კანდ. (2005), ისტ. დოქტ. (2007), საქართვ. ბიზანტინოლოგთა ეროვნ. კომიტეტის წევრი (2006-დან), საქართვ. მეცნ. აკად. საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის სწავლული მდივანი (2014-დან), ჟურნ. „კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი“ (CJSS) სარედ. საბჭოს წევრი (2025-დან), საქართვ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტის სწავლული მდივანი (2025-დან). ლ. რ.-მა წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1994); სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში საქართვ. ისტორიის სპეციალობით (1994-1997). ასპირანტურაში სწავლის პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილ. უცხო ენათა დამოუკიდებელ ინ-ტში (1996-1997). სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა თსუ-ის რუს. ისტორიის კათედრაზე (1998-2007).  საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ ლ. რ. მუშაობდა თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად (2006-2018). ლ. რ. იყო ამავე ინ-ტის მონიტორინგის კომისიის ექსპერტი (2007-2008); ჟურნ.  „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“ სარედ.  კოლეგიის წევრი (2007-2018). ლ. რ.-ის სახელთან არის დაკავშირებული ქართ. ისტორიოგრაფიაში თითქმის შეუსწავლელი პრობლემის, მენტალიტეტის კვლევა. მის მიერ საკვლევად შერჩეული პრობლემა შუა სს. ქართ. საზოგადოების მენტალური მოდელის რეკონსტრ. პირველ ცდას წარმოადგენდა. სიახლე იყო ისიც, რომ შუა ს. ქართ. საზ-ბაში ცოდვისა და ესქატოლოგიური შიშის პრობლემა ფრანგ. „ახ. ისტ. მეცნიერების“ კვლევა-ძიებათა შედეგების კონტექსტში იქნა შესწავლილი. ლ. რ.-მა ქართ. საზ-ბის სააზროვნო სისტემის რეკონსტრ. მიზნით პირველწყაროს სახით გამოიყენა ქართ. ხელოვნ. ძეგლები (კედლის მხატვრობის, მინიატიურის, ჭედურობის, მინანქრის ნიმუშები), ეთნოგრ. და ფოლკლორული მასალები. ლ.რ.-მა სტ. და სამეცნ. თარგმ. სახით მიმოქცევაში შემოიტანა „ანალების“ სკოლის მეცნ. არაერთი პუბლიკაცია, რ-ლთა საშუალებით მენტალობის ისტ. მიერ წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებულმა კვლევამ ახ. იმპულსი შეიძინა.  ლ.რ.-ის ეკუთვნის არაერთი სტატია «Православная энциклопедия»-ში, რ-ებიც შეეხება ქართ. ჰაგიოგრაფიის, ეპიგრაფიკის და საქართვ. ისტორიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესწავლას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ. რ.-ის წვლილი დიმიტრი ამილახვარისადმი მიძღვნილი პირველი მონოგრაფიის გამოც. საქმეში. მისი უშუალო მონაწილეობით და სამეცნ. კონსულტაციით საფრ.-ში განხორციელდა ჟან-პოლ უეტის წიგნის „დიმიტრი ამილახვარი, მებრძოლი პრინცი“ (2021) მეორე, გადამუშავებული და შევსებული გამოც. ლ. რ. მონაწილეობდა არაერთ ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში. ამავე დროს, იყო საერთაშ. ფორუმების საორგ. ჯგუფის წევრი: საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის, თსუ-ისა და საქართვ. საპატრიარქოს მიერ ინიცირებული I საერთაშ. ქართველოლოგიური კონგრესი (2015);  საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის და თსუ-ის ისტ. და ეთნოლ. ინ-ტის შუა სს. საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის განყ-ბის სამეცნ. კონფერენცია (2017); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად-ის, თსუ-ის და საქართვ. საპატრიარქოს II საერთაშ. ქართველოლოგიური კონგრესი (2018). ლ. რ.-ის ნაშრომები მიძღვნილია შუა სს. საქართვ. ისტ., ჰაგიოგრაფიის, ბიზანტინოლოგიის, ქრისტ. ესქატოლოგიისა და აპოკალიპტიკის, თეოლ., ისტ. აზრის ისტ. პრობლემებისადმი. ამ შრომებში განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს შუა სს. ქართ. ჰაგიოგრაფიასა და ისტორიოგრაფიაში დროისა და სივრცის აღქმის, აგრეთვე ქართ. და ბიზანტ. ტექსტებში აღმ.-ქრისტ. ესქატოლოგიური მოდელის - სიკვდილისშემდგომი სამსჯავრო-სამოთხე-ჯოჯოხეთი - შესწავლას.

 თხზ. ლაბაძე, რ. (2006). ცოდვა და შიში შუა სს. (ქართული მენტალური მოდელის ორი ასპექტი). ლეგა. ISBN 9994087959.

 ლიტ: Сериков, Н.И. (2009). Отзыв на автореферат диссертации Русудан Лабадзе «Грех и страх в Средние века – два аспекта модели грузинской ментальности», представленной на соискание учёной степени кандидата исторических наук. 2005. კრებ. სამეცნ. პარადიგმები. მერიდიანი.