-
ავტორი
- კატეგორიები: ასისტენტ-პროფესორი
ქვრივიშვილი მაია მალხაზის ასული (01.II.1973, თბილისი), კულტურის მკვლევარი, ასისტენტ პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. ბაკალავრიატი (1999), მაგისტრატურა (2001), ასპირანტურა (2004) და ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი (1997). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ქართული კულტურა 1921-1941 წლებში: ძირითადი მიმართულებების ფორმირება“ (2005). იყო ისტორიის მეცნ. კანდიდატი (2005); კულტ. ისტ. და თეორიის კათედრის მასწავლებელი (2004-2006) და ასისტენტ-პროფესორი (2008-2025); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანის თანაშემწე (2006); პოლიტოლოგიის ინ-ტის მეცნ.-თანამშრომელი სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტების კვლევების განყ-ბაში (2006-2009). მუშაობდა გრ. ხანძთელის სახ. გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად (1999-2001). იყო ჟურნ. „ცივილიზაციური ძიებანის“ (2006-2025) და ჟურნ. „JIPED - Journal of Innovation in Psychology, Education and Didactics“ რედაქციების წევრი (2013-2025).
თხზ.: ქვრივიშვილი, მ. (თანაავტორი). (2012). მსოფლიო კულტურა. სახელმძღვანელო საქართვ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის. თბ.