კვიჟინაძე რევაზ ბენედიქტეს ძე
კვიჟინაძე რევაზ ბენედიქტეს ძე

კვიჟინაძე რევაზ ბენედიქტეს ძე (1928, ოზურგეთი -1984) ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1950) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა ფილოს. სპეციალობით. ფილოს. მეცნ. დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:,,ჭეშმარიტების პრობლემის თანამედროვე ფილოსოფიური ინტერპრეტაციები“ (1973), პროფესორი (1976). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-სა და საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის კათედრაზე. იყო საზ. მეცნ. დარგში სამეცნ. ინფორმაციის ცენტრის ფილოსოფიის განყ-ბის გამგე (1970-დან). კ. რ.-ს ფილოს. კვლევის ცენტრ. საგანი იყო ჭეშმარიტების პრობლემა. მისი აზრით, ჭეშმარიტება შეიძლება სწორად იქნეს გაგებული მხოლოდ დიალექტიკურად ასახვის თეორიის საფუძველზე.

თხზ.: კვიჟინაძე, რ. (1964). ჭეშმარიტების პრობლემა და თანამედროვე პოზიტივიზმი. ბ., უნ-ტის გამ-ბა; კვიჟინაძე, რ. (1968). რწმენა და ცოდნა. თბ., მეცნიერება; კვიჟინაძე, რ. (1973). ჭეშმარიტების თანამედროვე ინტერპრეტაციები, კრიტიკული ანალიზი. თბ., საბჭ. საქართველო; Квижинадзе, Р. (1977). Понятие истины и альтернативы в теории познания. Тб., Мецниереба; კვიჟინაძე, რ. (1983). კარლ მარქსის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.