-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოლოგი ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კვიციანი ზვიად ბახვას ძე (14. X. 1963, მესტია), არქეოლოგი, ისტორიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის (1984), ჟურნალისტიკისა (1983) და იურიდ. (1995) ფაკ-ტები, დაასრულა ასპირანტურა (1991). იყო ისტორიის მეცნ. კანდ. (1995), მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „დასავლეთ საქართველოსა და რომის იმპერიის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიისათვის“ (1995); თსუ-ის დოცენტი (2002); პროფესორი (2005); თსუ-ის არქეოლ. კათედრის გამგე (2015-2025); თსუ-ის სვანეთის არქეოლ. ექსპედიციის ხელმძღვ. (2011-2025); სსიპ საქართვ. ეროვნ. მუზეუმის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი (2023); სსიპ საქართვ. ეროვნ. მუზეუმის დირექტორთა საბჭოს წევრი; სვანეთის ისტ. და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი; სამეცნ. ექსპედიციის ხელმძღვ. (2021-2023); თსუ-ის არქეოლ. საბაკლავრო პროგრამის ხელმძღვ. (2009-2025); თსუ-ის არქეოლ. ინ-ტის სწავლული მდივანი (2010-2020), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვ. (2006-2009); სტუ-ის პროფესორი (2007-20018); კულტ. ისტ. და თეორიის კათედრის დოცენტი (1996-2006); თსუ-ის კულტ. ისტ. და თეორიის კათედრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992-1996); თსუ-ის არქეოლ. კათედრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1992); თსუ-ის არქეოლ. კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (1991); თსუ-ის არქეოლ. კათედრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი (1989-1991); თსუ-ის არქეოლ. კათედრის უფრ. ლაბორანტი (1988-1989); თსუ-ის არქეოლ. კათედრის ლაბორანტი (1985-1988); საქართვ. საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დიზის მარმარილოს მაღაროთა კარიერის ლაბორანტი (1984-1985); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2010–2020); არქეოლ. მიმართულების სტუდენტთა საველე-სასწ. პრაქტიკის ხელმძღვ. (2011-2025); არქეოლ. მიმართულების სტუდენტთა სამეცნ. წრის მეცნიერ-ხელმძღვ. (2005-2025); საქართვ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს არქეოლ. კომისიის (საბჭო) წევრი; კონფერენციების (კონგრესების, სიმპოზიუმების) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; სამეცნ. და სადისერტაციო საბჭოების წევრი (2005-2025); სადისერტაციო კოლეგიების წევრი (2007-2025); მუდმივმოქმედი საერთაშ. სამეცნ. სემინარის: „არქეოლოგია XXI საუკუნეში“ - ორგანიზატორი; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სტუდენტური გაზეთის „არქეოლოგის“ დამფუძნებელი (2010); 80-მდე სამეცნ. ექსპედიციის წევრი და ხელმძღვ, მათ შორის, საერთაშ. ექსპედიციების. კ.ზ. 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მათ შორის, 6 მონოგრაფიისა და 1 სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია: საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიით (2001), თსუ-ის ოქროს მედლით (2024).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კვიციანი, ზ. (1997). დასავლეთ საქართველოსა და რომის იმპერიის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიისათვის. თბ., თსუ-ის გამ-ბა; კვიციანი, ზ. (თანაავტორი). (2003). კულტუროლოგია: (სახელმძღვანელო).თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN: 9992883847; კვიციანი, ზ. (თანაავტორი). (2008). სვანეთი – ანტიკური ხანის საქართველოს ზარაფხანა. თბ., ინტელექტი, ISBN: 9789994055531; კვიციანი, ზ. (2015). „კავკასიის ოლიმპო“ მეზირის წმინდა მთა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941226021; კვიციანი, ზ. (თანააავტორი). (2015). უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები სვანეთში. თბ., უნივერსალი; კვიციანი, ზ. (2025). ძმადნაფიცობა კავკასიაში. თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN: 9789941364242; კვიციანი, ზ. (2025). ანტიკური ხანის გორა–ნამოსახლარები სვანეთში. თბ., უნივერსალი.