-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი კავკასიოლოგი
კვიციანი ჯონი ჯოკიას ძე (29. I. 1952, ლენტეხი), ისტორიკოსი, კავკასიოლოგი. წარჩინებით დაამთავრა ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1974) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1981). იყო ისტ. მეცნ. კანდ. (1981); ისტ. მეცნ. დოქტორი (1992); ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწ. უნ-ტის ასისტენტი; უფრ. მასწავლებელი და დოცენტი (1980-1993); საქართვ. პარლამენტის დემოკრ. აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინ-ტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1993-1996); საქართვ. პარლამ. აპარატის წამყვანი სპეციალისტი (1996-1999); თსუ-ის კავკ. ხალხთა ისტ. კათედრის დოცენტი, პროფესორი (1996-2006); ივ. ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2007-2018); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ის კავკასიოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის კავკ. ისტ. კათედრის გამგე; არის თსუ-ის პროფესორი. კ. ჯ-ს. თსუ-ის რექტორისგან გადაეცა სიგელი სამეცნ. საქმიანობით სტუდენტების დაინტერესებაში მიღწეული წარმატებისათვის (2017); თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროფესორის სამეცნ. პედ. წოდება (2000); სხვადასხვა დროს თსუ-ში ქართ. და რუს. ენებზე კითხულობდა სალექციო კურსებს: „შესავალი კავკასიოლოგიაში“ (საფაკულტეტო); „კავკასიის ხალხთა ისტორია უძველესი დროიდან დღემდე“; „კავკასიის ხალხთა ტრადიციული და თანამედროვე კულტურა“; „კავკასიის გეოპოლიტიკა“; „საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები თანამედროვე კავკასიაში“. კ. ჯ-ს კვლევის სფეროებია კავკასიის ხალხთა ისტ., განათლებისა და კულტ. საკითხები. მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „სპეციალისტების მომზადება უმაღლეს სკოლაში 1960-1980 წწ.-ში: გამოცდილება და პრობლემები (ჩრდილო კავკასიის მასალებზე)“, რ-იც შემდგომ მონოგრაფიის სახითაც გამოიცა (როსტოვის უნ-ტის გამ-ბა, 1990). ნაშრომში ნაჩვენებია უმაღლეს სკოლაში მომავალი სპეციალისტების კოლექტიური, ინფორმაციული სწავლებიდან პრიორიტეტულად ინდივიდუალურზე, თეორიულ-მეთოდურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა და წარმოდგენილია ამ პრობლემის სავარაუდო გადაჭრის გზები. კ. ჯ-ს გამოცემული აქვს არაერთი ნაშრომი, მაგ.: „კავკასია და კავკასიელები: სოციალურ-კულტურული პრობლემები: ისტორია და თანამედროვეობა“ (2012); „კავკასიის ისტორია“, ტ. I-II, (თანაავტორი, 2023); „კავკასია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე: ლექციების კურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის“ (2017); „კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე“ (2022). მისი თანაავტორობით რუს. და ქართ. ენებზე შეიქმნა „რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია (X-XIX ს.-ის პირველი ნახ.)“ (2023).
თხზ.: კვიციანი, ჯ. (1990). Подготовка специалистов в высшей школе в 1960-1980 годы: опыт и проблемы: (на материалах Северного Кавказа). Ростов-на-Дону, изд-во Ростовского университета, ISBN: 5750704475; კვიციანი, ჯ. (2010). კავკასია და კავკასიელები: სოციალურ-კულტურული პრობლემები: ისტორია და თანამედროვეობა. თბ., უნივერსალი,ISBN: 9789941129407; კვიციანი, ჯ. (2013). აფხაზურ-ქართული ინტეგრაციის პრობლემები XX-XXI სს.: (სოციალურ-კულტურული ასპექტები). თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941220869; კვიციანი, ჯ. (2017). კავკასია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941261695; კვიციანი, ჯ. (2021). კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე. თბ., უნტ-ის გამ-ბა, ISBN: 9789941360015; კვიციანი, ჯ. (2023). კავკასია XIII-XVII საუკუნეებში. (წიგნში „კავკასიის ისტორია“):ორტომეული. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789941504440.