კვიცარიძე გრიგოლ  პოლიექტოვის ძე
კვიცარიძე გრიგოლ პოლიექტოვის ძე

კვიცარიძე გრიგოლ პოლიექტოვის ძე (1890, ქუთაისი – 1937).  ოდესაში დაამთავრა ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1909-1913). იგი დიდ ინტერესს იჩენდა ეკონ. დისციპლინების, განსაკუთრებით სახ. მეურნ. ისტ.  და პოლიტეკონომიის  მიმართ. უნ-ტის დამთავრების შემდგომ იგი გაგზავნეს კავკასიის სასწ.  ოლქის ადგილობრივ გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად, საიდანაც ერთი წლის შემდეგ გადაიყვანეს ყუბანის ოლქში. საქართველოში დაბრუნდა და მუშაობდა ქუთაისში ტექნიკუმსა და გიმნაზიაში (1917-1921), ამავე წლებში კითხულობდა ლექციებს პოლიტეკონომიაში ქუთაისის სახ. უნი-ტში.  გაგზავნეს ყუბანის ოლქში, როგორც პოლიტეკონომიის ლექტორი (1925), სახ. კომისარიატმა იგი დაამტკიცა პოლიტეკონომიის პროფესორად (1932).   მუშაობდა კავკასიის 26 კომისრის სახ. უნ-ში, შეთავსებით კი იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ასპირანტურის პოლიტეკონომიის კურსის ხელმძღვ.  (1928-1934). კ. გ. იყო თბილ. უნ-ტში სასწ. მუშაობის დარგის პრორექტორი (1932-1933), კავკასიის უმაღლ. სას.-სამ. ინ-ტის პრორექტორი (1934-1936). ინ-ტის ლიკვიდაციის შემდეგ დაბრუნდა თსუ-ში და იყო პოლიტეკონომიისა და ეკონ. პოლიტიკის კათედრის გამგე (1923-1935), ეკონ. ფაკ -ტის დეკანი  (1936-1937). კ. გ.  დააპატიმრეს  საბჭ.  ხელისუფლების  დამხობის მცდელობის ბრალდებით (1937).