-
ავტორი
- კატეგორიები: რექტორი ისტორიკოსი
კვიტაშვილი ალექსანდრე მერაბის ძე (15.X.1970, თბილისი), ისტორიკოსი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ–ის ისტ. ფაკ-ტი, ევრ. და აშშ-ს უახ. ისტ. სპეციალობით (1992); ნიუ-იორკის უნ-ტი (სახელმწ. მართვის მაგისტრის ხარისხი, 1993). მუშაობდა ატლანტის გრეიდის სამედ. ცენტრის ფინანს. და ადმ. დეპარტამენტში; გაერთიანებული მეთოდისტური დახმარების კომიტეტში (UMCOR) საქართვ. მისიის უფრ. მოადგილედ და მისიის ხელმძღვ. მოვალეობის შემსრულებელად(1995-1997); სხვადასხვა დროს იყო საერთაშ. ორგანიზაციის კონსულტანტი აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში (1995-2002); იყო ნიუ-იორკის აღმ.-დას. ინ-ტის და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინ-ტის კონსულტანტი (2002-2003); აღმ.-დას. ინ-ტის (EastWest Institute) ადმ. დირექტორი (2004); ადმ. უფრ. დირექტორი (2005); საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის მინისტრი (2008-2010); თსუ-ის რექტორი (2010-2013); უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი (2014-2015). ქართ. არასამთავრობო ორგანიზაცია "კურაციოს" საერთაშ. ფონდის პრეზიდენტი (1997-დან).