კვირკველია ნანა ვალერიანის ასული
კვირკველია ნანა ვალერიანის ასული

კვირკველია ნანა ვალერიანის ასული (03.I.1983, პრაღა, ჩეხ. რესპ), საზ. გეოგრაფიის მაგისტრი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზ. გეოგრაფიის განყ-ის ლაბორანტი (2006-2009), მეცნიერ-თანამშრომელი (2009-დან), ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრაფიული საზ-ბის წევრი (2004-დან). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ის ბაკალავრიატი სოციალურ-ეკონ. და პოლ. გეოგრაფიის სპეციალობით (2004); თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ის მაგისტრატურა საზ. გეოგრაფიის სპეციალობით (2007); არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ის საზოგ. გეოგრაფიის დოქტორანტი (2010-დან). კ. ნ. არის არაერთი სამეცნ. პროექტის მონაწილე. მათ შორის შ. რუსთაველის სახ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების პროექტის „რაჭის (ჩრდილოეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის) სოფლის დასახლებების დეპოპულაცია: სივრცით-დროითი ცვლილებები და თანამედროვე პრობლემები“ (2023-2026); „ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში: გეოგრაფიული გამოკვლევა“ (2025); „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“ (2015-2016). პროექტის ფარგლებში ითანამშრომლა სავოის უნ-ტში (საფრ.) არსებულ სამთო კვლევების ინტერდისციპლინარულ სამეცნ. ცენტრთან - CISM (2015-2016). აღნიშნული პროექტისთვის მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი. ასევე მონაწილეობდა პროექტში „ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისათვის“ (დამფინანსებელი – კავკ. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ტვენტეს უნ-ტის გეოინფატიკის მეცნ. და დედამიწის შემსწავლელი ფაკ-ტი (ITC), ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრ. და აღმ. ევროპის (MATRA) სოც. ტრანსფორმაციის პროგრამა (2012); „სამეცნიერო-პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისთვის“ (2008-2010). კ. ნ. მონაწილეობდა თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტისა და ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრაფიის საზ-ბის ეგიდით გამართულ კომპლექსურ-გეოგრაფიულ ექსპედიციებში. ექსპედიციებიდან ჩამოტანილი მასალების დამუშავების შემდეგ არაერთი სტატია მიუძღვნა მთიანი მხარეების სოციალურ-ეკონ. პრობლემები, რ-ბიც გამოქვეყნებულია როგორც ადგილ., ასევე საერთაშ. რეფერირებულ ჟურნალებსა თუ კრებულებში. სტატიები შეეხება მთიანი რეგიონების მოსახლეობის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონ. პრობლემები და ტურიზმის განვითარება. არის 20-მდე სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნ. სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. წარდგენილი აქვს მოხსენებები საქართვ. მთის რეგიონების შესახებ, კერძოდ: „ხევის მდგრადი განვითარების გეოგრაფიული პრობლემები“, „საზოგადოებრივი გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები“, „ხევის თანამედროვე ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები“, „მცხეთა-მთიანეთის ტურისტული რესურსების პოტენციალი და დღევანდელი მდგომარეობა“, „თუშეთის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“ და ა. შ.

თხზ: Kvirkvelia, N. (2019). Some Demographic Trends in Borderline Regions of East Caucasus Mountains (Georgia)“, in: Ankara Üniversitesi Çevrebilimleri Dergisi, 7(2), 125-129, 2019; Kvirkvelia, N. (2019). Challenges of the COVID-19 Pandemic Confront Georgia’s Tourism Industry, in: Brunn, S. D., Gilbreath, D. (eds), COVID-19 and a World of Ad Hoc Geographies. Springer, Cham (2022). “Demographic Issues of Social-Economic Development of Eastern Georgia: Population as a Demographic Potential”, in: Georgian Geographical Journal 2022-03-07, Vol. 2 No. 1: ARTICLES); “Two years of pandemic (Georgian perspectives)” (Georgian Geographical Journal, 2023-04-07, Vol. 3 No. 1: ARTICLES); Kvirkvelia, N. (2025). Svaneti at a Crossroads: Socio-Economic Challenges and Opportunities for Regional Development”, in: Georgian Geographical Journal, Tbilisi, Georgia 5(3), pp. 62-78; Kvirkvelia, N. (2025). Vulnerability Assessment for Sustainable Development of Rural Mountain Communities in Zemo Racha, Georgia”, in: Reliability: Theory and Applications. Vol. 20 Special Issue No. 9 (87), November  (The 7th Eurasian Conference RİSK. October 21-23, Baku, Azerbaijan. Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm). Selected articles, pp. 516-527; Kvirkvelia, N. (2025). Prospects of Tourism Development in Zemo Racha and Their Reflection Among the Local Society“, Georgian Geographical Journal, Tbilisi, Georgia, Vol.5 No.1, pp. 63-73.