-
ავტორი
- კატეგორიები: ასტრონომი
კვირკველია გივი (გიორგი) დომენტის ძე (26.VII.1920-27.I.1996), ასტრონომი, თსუ-ის უფრ. მასწავლებელი. იყო დიდი სამამულო ომის (1941-1945); ვეტერანი (უფრ. ლეიტენანტი) და დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით. მეორედ მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ასტრონომიის კათედრაზე (1945-1996). ასევე ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და პედ. საქმიანობას, როგორც საზ-ება „ცოდნის“ წევრი და კითხულობდა ლექციებს საქ. სხვადასხვა ქალაქებში. აქტიურად იყო ჩართული თსუ-ის ორგანიზაციულ საქმიანობაში. მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავდა პრაქტიკული ასტრონომიის საკითხებს. თარგნმა ამ დარგის რუსული სახელმძღვ. და შედგომში თვითონაც შეადგინა სალექციო კურსი ასტრონომიაში. აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპებით გაზომილი მნათობების კოორდინატების სიზუსტის დასადგენად განსაზღვრა ამ ტელესკოპების ფუძეების მდებარეობები. იკვლევდა სინათლის საერთო შთანთქმას გალაქტიკაში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უნ-ტში დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე ვიზუალური და ოპტიკური დაკვირვების სადგურების შექმნასა და ხელმძღვანელობაში. ამ დაკვირვებების საფუძველზე ხდებოდა თანამგზავრთა კოორდინატების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ორბიტების კორექცია, რაც არსებითია კოსმონავტიკის განვითარების საქმეში.
თხზ.: კვირკველია, გ. (თანაავტორი). (1973). კოპერნიკის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ.; კვირკველია, გ. (1991,1996). ლექციების კურსი ასტრონომიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.