კვირაია შოთა ოთარის ძე (5.VI.1952, ცხაკაია - 10.I.2011, მოსკოვი), დაამთავრა საქართვ. პოლიტ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით (1977); საბჭ. კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაუნასის მილიციის უმაღლ. სკოლა (1978); თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით(1987). მუშაობდა აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის საქალაქო განყ-ბის სოციალ. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების ინსპექტორად (1977-1979); აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალ. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის ინსპექტორად (1979-1980); აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის სახაზო-დარგობრივი ქვეგანყოფილების უფრ. ინსპექტორად (1980-1983); აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის საწარმოო მშენებლობაში, მსუბუქ და კვების მრეწველობაში, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურებაში, მომარაგება-გასაღების ორგანიზაციებში, სავალუტო დანაშაულების და ყალბი ფულისმჭრელებისა და ტვირთების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების უფრ. ინსპექტორად (1983-1984); საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყ-ბის უფრ. ოპერრწმუნებულად (1984-1985); საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ვაჭრობაში დატაცების, სპეკულაციის, სავალუტო დანაშაულების და ყალბი ფულისმჭრელების წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის უფრ. ოპერრწმუნებულად (1985-1987); საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც. საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს, აგროსამრეწველო კომპლექსში დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის უფროსის მოადგილედ (1987-1989); აყვანილი იყო საქართვ. შსს კადრების სამმართველოს განკარგულებაში (1990-1991). სსრკ შსს ეკონომიკაში არსებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ბიუროს მე-5 განყ-ბის მე-2 ქვეგანყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფრ. ოპერრწმუნებულად (1991-1992). ამასთან, იყო საბჭ. კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ინტერპოლში. იყო საქართვ. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (1992). მუშაობდა საქართვ. რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რის პირველი მოადგილედ (1992-1993). იყო საქართვ. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1993-1995); საქართვ. რესპუბლიკის სახელმწ. უშიშროების მინისტრი (1995-1997).