- კატეგორიები: ფიზიკოსი
კვინიხიძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (24.IX.1945, ქ. თბილისი) – ფიზიკოსი. დაამთავრა თბილ. 25-ე სკოლა (1962), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი სპეციალობით თეორ. ფიზ. (1967), თსუ ფიზ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1971). 1971 წ.-დან ა. რაზმაძის მათ. ინ-ტის თეორ. ფიზ. განყ-ბის თანამშრომელი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1974), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი(2001), გერმანიის ერლანგენის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (1993), ავსტრალიის ფლინდერსის უნ-ტის უფ. მეცნ. თანამშრომელი (1996-1999), მანჩესტერის უნ-ტის უფ. მეცნ. თანამშრომელი (1999-2001), 3 თვის განმავლობაში ვაშინგტონის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2007), მრავალჯერადი ვიზიტები იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის, ინდოეთის, ესპანეთის და საფრანგეთის უნ-ტებში/ინ-ტებში/სამეცნ. ცენტრებში (1989-დან). საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2009), საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2020). კ. ა.-ს სამეცნ. ინტერესებია ველის კვანტური თეორია, ბირთული ფიზიკა, მრავალი სხეულის პრობლემები. ცნობილია სამი ნაწილაკის რელატივისტური განტოლებებით, განტოლებების გაყალიბების მეთოდით, რ-იც გამოიყენება ელემენტარული ნაწილაკების და ბირთვულ ფიზიკაში ყალიბურად ინვარიანტული დენების ასაგებად, ეგზოტიკური ნაწილაკების აღმწერი კოვარიანტულ განტოლებებით, ველის ეფექტურ თეორიაში ნაწილაკთა სტრუქტურის მაღალი სიზუსტით შესწავლის მეთოდებით. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ფონდის ხუთი გრანტი, ავსტრალიის სამეცნ. საბჭოს რამდენიმე გრანტი, ასევე დაფინანსებული აქვს პროექტები გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში. კითხულობდა ლექციების კურსებს ველის კვანტურ თეორიაში თსუ-ში და ავსტრალიის ფლინდერსის უნ-ში.
თხზ.: Kvinikhidze, A. N., Sazdjian, H., Blankleider, B. (2025). Perturbation theory for a systematic account of the bound-state motion. Phys. Rev. C 112, no. 3, 034001; ISSN 2469-9993 (online), 2469-9985 (print); Kvinikhidze, A., Blankleide, B. (1999). Gauging of equations method. I. Electromagnetic currents of three distinguishable particles. Phys. Rev. C 60, 044003; ISSN 2469-9993 (online), 2469-9985 (print); Kvinikhidze, A. N., Blankleider, B. (1993). Unitary πNN theory with full dressing. Phys. Lett. B 307, no. 1-2, 7-12; ISSN: 0370-2693; 1873-2445/e.