კვინიკაძე ზაურ ვალეირანის ძე
კვინიკაძე ზაურ ვალეირანის ძე

კვინიკაძე ზაურ ვალეირანის ძე (16.VI.1939, ზესტაფონი - 06.VIII.2021, თბილ.). დაამთავრა ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტი სპეციალობით ფიზიკა, ზოგადტექნიკური დისციპლინები (1963). იყო თსუ-ის ასპირანტი მყარი სხეულების კათედრაზე (1968-1971).  ფიზ-მათ. მეცნ. კანდ.  (1983). მუშაობდა თსუ-ში სხვადასხვა პოზიციებზე (1972-1986); იყო ფიზიკის ფაკ-ტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნ-კვლ. ლაბორ. განყ-ბის გამგე (1985-2006). ეროვნული კონსულტანტი „ოზონის შრის დამშლელი ნოვთიერებების შესახებ მონრეალის ოქმი“-ს პროექტების, პროფესიული  კადრების მომზადება-გადამზადების კოორდინატორი (2001-დან). იყო კოორდინატორი შოთა რუსთაველის სახ. ეროვნ. ფონდის პროექტის „გლობალური დათბობისდა ოზონის დაშლის პოტენციალის მქონე ნივთიერებების გარემოსთვის უსაფრთხო ალტერნატივებით ჩანაცვლება“ -ს ფარგლებში (2013-2015). პუბლიკაციების რაოდენობა: 43, NATO – s (2000; 2006-2009)  და European Commission, Incopernicus (2000-2003) გრანტების მონაწილე,  2 პატენტის თანაავტორი (1990, 2008). სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ნახევარგამტართა ფიზიკა, მასალათმცოდნეობის საკითხები, ეკოლოგია.