კვეზერელი-კოპაძე მაია
კვეზერელი-კოპაძე მაია

კვეზერელი-კოპაძე მაია (4. X. 1957), მეცნიერი, ფილოლოგი. სწავლობდა თსუ-ში (1974-1979) და დასრულებისთანავე მიენიჭა ფილოლოგის, ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლის სტატუსი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები ქართველურ ენებში (ისტორიულ-შედარებითი გამოკვლევა)“ და გახდა ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1987). თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნ. პედ. წოდება ქართველური ენების სპეციალობით (1996). მუშაობდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1987-1992), იმავე კათედრის დოცენტად (1992-2006), დაიწყო მუშაობა სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტზე (ჟურნალისტიკის მიმართულებით) (2006-დან).  ინიშნებოდა გურამ თავართქილაძის უნ-ტში ასოცირებულ პროფესორად (2010-დან).