კვესელავა დავით მიხეილის ძე
კვესელავა დავით მიხეილის ძე

კვესელავა დავით მიხეილის ძე (25.VIII.1911 სოფ. ლე­ცი­ცხ­ვაიე, მარტვილის მუნიციპალიტეტი-6.XI.1978 თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1953), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1952), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა: თსუ ფიზ. - მათ. ფაკ-ტი (1932-1937). სწავლა გააგრძელა მათ. ინ-ტის ასპირანტურა­ში (1937-1940), სადაც მისი სამეცნ. ხელ­მ­ძღვ. იყო გამოჩენილი მათ. და მე­ქან. მი­­ხე­ილ ლავრენტიევი. ას­პი­რანტურის პირ­ველივე წლიდან ასწავლიდა : თსუ-ში; თბილისის რკი­ნიგ­ზის ტრან­სპორ­ტის ინჟინერთა ინ-ტში და იაკობ გო­გე­ბაშვილის სახ. თელავის პედ. ინ-ტში, სადაც იყო მა­თ. კა­თედრის ხელმძღვ.. მან დაასრულა ასპირანტურა და დაიცვა სა­კან­დი­­დატო დისერტაცია: „კონ­ფორ­­მულ ასახვათა თეორიის შესახებ“ (1940). დისერტაციის დაცვის შემ­დეგ ის მათ. ინ-ტში დატოვეს სამუშაოდ, სადაც ის სწავ­ლული მდივანი იყო. შემდეგ იყო საქ. მეც­­ნ. აკა­დ. საბუნებისმეტყველო მეცნ. განყ-ების სწავ­ლუ­­ლი მდივანი.  მან სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკ­ლო­ვის სა­­ხ. მათ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოზე წარმატებით დაიცვა სა­დოქ­ტორო დისერტაცია “ფუნ­ქცი­ათა თეორიის და სინგულარული ინტეგრალური გან­ტო­ლე­ბე­ბის ზოგიერთი სა­საზღ­ვრო ამოცანა”.  იგი სათავეში ჩაუდგა საქ. მეცნ. აკად. ახლად შექ­­მნილ გა­მოთ­ვლით ცენტრს, რომელსაც სი­ცოცხლის ბოლომდე უცვლელად ხელმძღვანელობდა. (8. X.1956-1978). თავის კოლეგებთან, მათ შორის საკუთარ მას­­წავლებლებლებთან და მოს­წავლეებთან თანაავტორობით გამოქვეყნებული ნაშ­რო­მების გარკვეული ნაწილი მეც­ნი­ე­რუ­ლი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალი­თია. როგორც თანამოაზრეებთან ხორც­შეს­ხმუ­ლი, ასევე დამოუკიდებლად მიღებუ­ლი შედეგები მათ. ერთმანეთთან მჭიდროდ და­კავ­შირებულ რამდენიმე მი­მარ­­თულებას განეკუთვნება და ამ­­­ჟა­მად ამ დარგების კლასიკურ საკითხებს მიაკუთვნებენ. ილია ვეკუა წერს:  „მან შეძ­ლო არსებითი ნა­­ბიჯი გადაედგა წინ მის წინაშე მდგარი ამოცანების შესწავლის საქ­მე­ში. პრინ­ცი­პუ­ლი თვალ­­საზრისით მან ამ ამოცანების მიმართ შეძლო ისეთივე დას­რუ­ლე­ბული სა­­ხის შედეგების მი­ღება, რო­გო­რიც არსებობდა ჰილბერტის ამოცა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში... მის მიერ გან­ხი­ლუ­ლი ამოცანების ამოხსნით მან თვალ­საჩინო სამეცნიერო შედეგებს მიაღწია. მა­ნამ­დე ამ მიმართულებით მხო­ლოდ კარ­ლემანს ეკუთვნოდა მნიშ­ვნელოვანი წინ გადად­გმუ­ლი ნაბიჯი, ააგო რა თა­ვისი ამო­ცანისთვის მარტივი ინტეგრალური განტოლებები. ხოლო დ. კვე­სელავამ გა­დაჭრა ყვე­ლაზე რთული სა­კი­თხი-მან დაამტკიცა, რომ როგორც კარლემანის გან­­ტო­ლება, ასე­ვე, სხვა ამო­ცა­ნე­ბი­სა­თვის მიღებული ინტეგრალური განტოლებებიც, ამ­ოხ­სნა­დია, რის საფუძველზეც შემ­დგომში მან შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი თეო­რემების დამ­­ტკიცება”.

თხზ.: კვესელავა, დ . (თანაავტორი). (1942). Сингулярные интегральные уравнения с ядрами типа Коши на разомкнутых контурах . Тр. Тбил. мат. ин-та. Т. 11. С.141-172; კვესელავა, დ. (1949). The Hilbert boundary value problem and singular integral equations in the case of intersecting contours. (Russian)Trudy Tbiliss. Mat. Inst. Razmadze 17, pp. 1–27; კვესელავა, დ. (1966). კომპლექსური ცვლადის ფუნქციები. თბ.,უნ-ტის გამ-ბა.