-
ავტორი
- კატეგორიები: ნიადაგმცოდნე
ქველაძე ქეთევან გიორგის ასული (01.I.1968, თბილისი), ეკონომიკის აკად. დოქტორი (2005). სწავლული აგრონომი, ნიადაგთმცოდნე, იურისტი, ეკოლოგ-ეკონიმისტი. წარჩინებით დაამთავრა საქ. შრომის წითელი დროშის ორდ. სას.-სამ. ინ-ტი, აგროქიმიის-ნიადაგთმცოდნეობის ფაკ-ტი (1985-1989), დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს კორდიან-კარბონატული ნიადაგების თავისებურებანი“ (1989). ნაშრომში შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოში ფხვიერ კარბონატულ ქანებზე განვითარებული კორდიან-კარბონატული ნიადაგების ნაკლებად შესწავლილი გენეზისური თვისებები, მათი სპეციფიკური ეკოლ.-ეკონ. სისტემ. თავისებურებები და რეკომენდაციები მიწათსარგებლობისთვის. დაამთავრა თბილ. მართვის ინ-ტის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი, სპეციალობით სამართალმცოდნეობა (1999). სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის ასპირანტურაში, სპეციალობა - ბუნებათსარგებლობა და გარემოს დაცვა (2001-2004). სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა თემაზე: „ქ. თბილისის შემოგარენი ეროზირებული ნიადაგების რეკულტივაციის ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობა“. მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (ეკონ. დოქტორი), სპეციალობა ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა (2005). ნაშრომში მოცემულ იქნა თბილ შემოგარენი ეროზიით დაზიანებული ნიადაგების ეფექტიანი რეკულტივაციის ეკოლ.-ეკონ. მოდელი, აგებულ იქნა რეკულტივაციის ეკოლ.-ეკონ. შესაბამისი მექანიზმები და შემუშავდა რეკულტივაცისთვის საჭირო ღონისძიებათა კონკრეტული სისტემა. მუშაობდა ვ.ზ. გულისაშვილის სამთ. ინ-ტის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, უფროს ლაბორანტად (1990-1999), სადაც ჩართული იყო ნიადაგების ხარისხის შეფასებაში, ეროზიის პროცესების კვლევასა და რეკულტივაციის ეკონომიკ.-ეკოლ. ეფექტიანობის მოდელირებაში. მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (2009–დან), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2010), სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყ–ბაში. გახლავთ 100-ზე მეტი სამეცნ. პროდუქციის ავტორი. მათ შორის 2 მონოგრაფია: „ეროზირებული ნიადაგების რეკულტივაციის ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობა“ და „მიწის რესურსების და მიწათსარგებლობის აქტუალური საკითხები საქართველოში“. მისი კვლევები გამოქვეყნებულია არაერთ ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალში, კონფერენციის მასალაში, ანალიტიკურ კრებულში. სამეცნ. მუშაობის გარდა ჩართულია ინ–ტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მონაწილეობს როგორც საქართვ. მეცნ. აკად. საგრანტო პროექტებში:„საქართველოს ნეშომპალა-კარბონატების ნიადაგების ეკოლოგიურ-ეკონომიკური ასპექტები“ (2000); „საქართველოს დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღდგენის ღონისძიებები და მათი ეკონომიკური ეფექტიანობა“ (2006); აღმოსავლეთ საქართველოს გაუდაბნოებით დეგრადირებული მიწების რეკულტივაციის ეკონომიკურ-ეკოლოგიური მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები (2007); ასევე სახელმწ. სამეცნ. საგრანტო პროექტებშიც:დაბალ კატეგორიებში გადაყვანილი დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რეკულტივაციის ეკონომიკური-ეკოლოგიური მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები (2008); საქართველოს ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკულტივაცია და მათი ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობა (2013). პროექტების სამეცნ. კვლევა, ძირითადად დაკავშირებულია ნიადაგების ეკოლ.-ეკონ. შეფასებასთან, მდგრადი მიწათსარგებლობის პოლიტიკის შემუშავებასთან და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის სტრატეგიებთან. იგი მეცნიერულ მუშაობას აგრძელებს თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის სამეცნ.-კვლევით პროექტებში:შვიდწლიანი პროექტი: ევროკავშირი და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში (2015-2021); შვიდწლიანი პროექტი: „საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტრატეგია“(2022-2028). განსაზღვრული ყოველწლიური პრობლემების მიხედვით ამუშავებს და აქვეყნებს წლიურ თემებს. სამეცნ.-კვლევითი მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ნიადაგთმცოდნეობის, აგროეკოლოგიური ეკონომიკის, ეკოლ. და ბუნებათსარგებლობის ეკონიმიკის სფეროთი, მისი პროფეს. და სამეცნ. საქმიანობა მრავალმხრივია და მოიცავს ტურიზმის, მაკროეკონომიკის, ეკოლ. ტურიზმის სფეროებსაც (40-ზე მეტი ნაშრომი). აგრეთვე აწარმოებს სტატიების მომზადებას დიდი ქართ. ეკონ. ენციკლოპედიისთვის – მოამზადა 95-ზე მეტი ტერმ. და სტატია ტურიზმისა და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის მიმართულებით. არის არაერთი საერთაშ., ადგილ. და ინტერნეტ კონფერენციის მონაწილე (30-ზე მეტი), სამეცნ., სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების რეცენზენტი; სამეცნ. ჟურნალების სტ. შემფასებელი.
თხზ.: ქველაძე, ქ. (თანაავტორი). (2023). ენოტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ეკონომისტი, ტ. 19, № 3, გვ.29–35. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ-ბა; Kveladze, K. (თანაავტორი). (2024). Wine tourism and its importance for the development of Georgian economy. In Strategic imperatives of modern management (SIMM-2024). Proceedings of the International Scientific Conference. Kyiv National Economic University; ქველაძე, ქ., (თანაავტორი). (2024). „ლურჯი“ ტურიზმი და მისი მნიშვნელობა მდგრად განვითარებაში. საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მასალების კრებ., გვ. 388–397. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ-ბა. ISBN 978-9941-36-270-5; Kveladze, K. (თანაავტორი). (2025). Some aspects of the development of blue economy. In Modernization of economy: Current realities, forecast scenarios and development prospects. Proceedings of the VII International scientific-practical conference, pp. 388–392. Kherson–Khmelnytskyi, Ukraine.