კვატაშიძე ნადეჟდა ვიქტორის ასული
კვატაშიძე ნადეჟდა ვიქტორის ასული

კვატაშიძე ნადეჟდა ვიქტორის ასული (15. XI 1950, თბილისი). დაამთავრა  თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი აღრიცხვის სპეციალობით (1967-1971),  ჩაირიცხა მოსკოვის საფინანსო აკადემიის ასპირანტურაში (1976), სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1979). არის თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (1980), საქართვ. პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი. ჩართული იყო საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის პროგრამაში (1998), გაიარა მსოფლიო ბანკის (World Bank), USAID, Sibley International და სხვა საერთ. ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მრავალი პროფ. სასემინარო სწავლება (workshop), იყო აუდიტორული კომპანიის „აუდიტინფორმის“ აუდიტორი, მონაწილეობდა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის განხორციელებაში, იყო ინგლისის და უელსის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის პროგრამის (ACCA, F3, F7) მასწავლებელი (2000-2021). კ. ნ. არის მსოფლიო ბანკის ფინანს. ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR - Centre for Financial Reporting Reform) სემინარების (2014-დან) და ასევე მსოფლიო ბანკის და ავსტრიის სამთავრობო (ministerial) კონფერენციის მონაწილე (2022, 2024- 2025). იგი არის სახელმძღვანელოს, სავარჯიშო კრებულების, სამეცნ. სტატიების ავტორი და თანაავტორი: „ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მეთოდები“ (2009); „სააღრიცხვო პოლიტიკა: შეფასებები და შეცდომები“ (2009); „დამატებული ღირებულების გადასახადის აღრიცხვის თავისებურებები“ (2017); თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2022).

თხზ.: კვატაშიძე, ნ. (თანაავტორი). (2009). ფინანსური აღრიცხვა: (მეორე დონე). თბ.: მერიდიანი, ISBN 9789941101717; კვატაშიძე, ნ. (თანაავტორი). (2010). ფინანსური ანგარიშგება: [სახელმძღვ.]. თბ.:  მერიდიანი, ISBN 9789941102707; კვატაშიძე, ნ. (თანაავტორი). (2015). სავარჯიშოების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში: საკონტროლო კითხვები (quizes) ; სავარჯიშოები (exercises); სიტუაციური ამოცანები (cases). თბ., მერიდიანი; კვატაშიძე, ნ. (თანაავტორი). (2017). ფინანსური ანგარიშგება: [სახელმძღვანელო]. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941108860.