ქვათაძე რამაზ ალექსანდრეს ძე
ქვათაძე რამაზ ალექსანდრეს ძე

ქვათაძე რამაზ ალექსანდრეს ძე (30.IX.1955, თბილისი), დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის (მსუ) ფიზიკის ფაკ-ტი (1979) და ასპირანტურა (1982). ქ. რ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა (1982, JINR) და დოქტორის (1996, თსუ) ხარისხები, სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომისთვის: „ნაწილაკებისა და რეზონანსების დაბადების მექანიზმების გამოკვლევა ადრონულ ურთიერთქმედებებში მაღალ ენერგიებზე“. მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში სხვადასხვა პოზიციებზე (ბოლო პოზიცია დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1982-2004). ქ. რ. ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ წამყვან სამეცნ. ცენტრში: ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტი (JINR, რუსეთი); ნილს ბორის ინ-ტი (კოპენჰაგენი, დანია); ბირთვული კვლევების ევროპ. ორგანიზაცია (CERN, ჟენევა, შვეიცარია); ბირთვული ფიზიკის ინ-ტი (ლიონი, საფრანგეთი). უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო სამეცნ. თანამშრომლობის შედეგად ქ. რ. გახდა ცნობილი საერთაშ. თანამშრომლობების წევრი: NA44, DELPHI და CMS (CERN). ქ. რ. არის ჰიგს-ბოზონის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის სტატიის თანაავტორი (CMS-დან), მისი სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. ქ. რ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტისა და კონფერენციის მონაწილე. 148 სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:,,ON Z AND Z + JET PRODUCTION IN HEAVY ION COLLISIONS” (Phys.Lett.B356, 589-594, 1995); ,,ESTIMATING THE EFFECTS OF BOSE-EINSTEIN CORRELATIONS ON THE W MASS MEASUREMENT AT LEP-2” (Phys.Lett.B408, 331-339, 1997); ,,CMS physics technical design report: Addendum on high density QCD with heavy ions.” (J.Phys.G G34, 2307-2455, 2007). ქ. რ. დღემდე არის საქართვ. სამეცნ. საგანმან. კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა-ს აღმასრ. დირექტორი მისი დაარსებიდან (1999), საქართვ. უნ-ტის პროფესორი (2012-დან) და ამავე უნ-ტის ვ. სანაძის სახ. ფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2022-დან). ქ. რ. მონაწილეობს/მონაწილეობდა მრავალ სამეცნ. პროექტში: საქართვ. მეცნ. და განათლების სამინისტროს - 6; საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის - 4; ევროკომისიის ჩარჩო პროგრამის - 25; NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროგრამის - 15; საერთაშ. მეცნ. და ტექნოლოგიების ცენტრის -2 და სხვა.