კვაშილავა ირმა რაფიელის ასული
კვაშილავა ირმა რაფიელის ასული

კვაშილავა ირმა რაფიელის ასული  (დ. 10. IV. 1972, აფხაზეთის ა/რ, გალის რ-ნი, სოფ. გუდავა),  ისტორიკოსი, ეთნოლოგი. დაამთავრა გალის რ-ნის სოფ. წარჩის საშ. სკოლა (1989). სწავლობდა საერო ინ-ტში „გაენათის“ ისტ. ფაკ-ტზე სპეციალობით ეთნოლოგია (1990-1995); ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურაში (1996-1998), სადისერტაციო ნაშრომის „სამურზაყანო XIX-XX სს. (ისტ.-ეთნოლ. გამოკვლევა)“ დაცვის შედეგად მიენიჭა ისტ. დოქტ. აკად. ხარისხი (2005).

ქ. თბილ. ხელოვნ. მენეჯერთა მომზადების უმაღლ. სასწავლებელში ასწავლიდა ქართ. ხელოვნების ისტორიას (1995-1996); მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლის (2003-2006), შემდეგ კი უფრ. მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (2006-დან).

კ.ი. არის 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 2 წიგნის ავტორი, ადგილობრივი თუ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების აქტიური მონაწილე. შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტების გამარჯვებული. იკვლევს კავკ. ისტ.-ეთნოლ. რეგიონს, განსაკუთრებით კი სამურზაყანოს, ასევე ოსთა, აფხაზთა, სომეხთა, ქართველ ებრაელთა, აზერბაიჯანელთა და სხვადასხვა ეთნიკ. ჯგუფების ისტ.-სოც., კულტ. და რელიგ. პროცესებს. მის ნაშრომებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია კავკ. რეგიონში ეთნოკულტ. ურთიერთობების, რელიგ. იდენტობისა და ტრად-ის კვლევაზე. კ. ი.-ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს პლ. იოსელიანის, რაფ. ერისთავის, ემილ ლევიეს მოღვაწეობის შესწავლა.

თხზ: კვაშილავა, ი. (2017). ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამურზაყანო. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამომც. ISBN 978-9941271120; კვაშილავა, ი. (2018). კრებ. „ეთნოკულტურული ეტიუდები“. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამომც. ISBN 978-9941-8-0912-5; კვაშილავა, ი. (2021). ტრადიციული წეს-ჩვეულებები და თანამედროვეობა. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამომც. ISBN 978-9941-8-3389-2; კვაშილავა, ი. (2023). ქართული კულტური ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია (თანაავტ.). ISBN 978-9941-503-98-6.