-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ქვარცხავა რევაზ ლევანის ძე (01.I.1928, ზუგდიდი), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. კანდ., თსუ-ის სოც. ფსიქოლ. კათედრის დამფუძნებელი და მრავალწლიანი ხელმძღვ. ქ. რ. მიიჩნევა სოც. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი აკად. მიმართულების, ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთ. ფიგურად საქართველოში. სწავლობდა თსუ-ის ჯერ ისტიის, შემდეგ კი ფილოს.-ფსიქოლ. ფაკ-ტებზე. მისი სამეცნ. ხელმძღვ. იყო შ. ჩხარტიშვილი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნებისყოფის პრობლემა ფსიქოლოგიაში“ (1968), რ-მაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართ. ფსიქოლ. აზროვნებაში. მეცნ. მივლინების ფარგლებში 8 თვე გაატარა მოსკოვში, სადაც გაეცნო 1960-იანი წლების დასავლურ ფსიქოლ. მიდგომებს. ამ პერიოდში დამოუკიდებლად შეისწავლა ინგლ. ენა, რის შედეგადაც შეძლო ფსიქოანალიზის, ნეოფროიდიზმისა და ჰუმანისტური ფსიქოლ. მნიშვნელოვანი ლიტ-რის გაცნობა და გავრცელება ქართ. სამეცნ. სივრცეში. გადავიდა თსუ-ში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1968); მის სახელთან არის დაკავშირებული ახ. სასწ. კურსების-„სოციალური ფსიქოლოგია“ და „ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები“-დანერგვა (ოფიციალურად „მოქმედების თანამედროვე თეორიები“), რ-იც მოიცავდა დასავლური ფსიქოლოგიის ძირითად სკოლებს: ფსიქოანალიზს, ბიჰევიორიზმს, ნეოფროიდიზმსა და ჰუმანისტურ მიმართულებას. მისი ლექციები გამოირჩეოდა თავისუფალი სტილით, ანალიზის სიღრმითა და სტუდენტებთან აქტიური ინტელექტუალური დიალოგით. დაიწყო სოც. ფსიქოლ. მიმართულების ინსტიტუციური ჩამოყალიბება, რის საფუძველზეც დააარსა შესაბამისი კათედრა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას (1968). მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა მკვლევართა აღზრდასა და ქართ. სოც. ფსიქოლ. განვითარებაში. მისმა სამეცნ. და პედ. საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა ამ დარგის შემდგომ განვითარებას საქართველოში. ქ. იყო თსუ-ის სოც. ფსიქოლ. კათედრის ხელმძღვ. (2002-მდე), ასოცირებული პროფესორი (2002- 2009) და მოწვეული პროფესორი (2009–2017).
თხზ.: ქვარცხავა, რ. (1969). თავშეკავების აღზრდის ფსიქოლოგიური საფუძვლები. თბ., მეცნიერება; ქვარცხავა, რ. (1980). პიროვნებათაშორისი ურთიერთობები შრომით კოლექტივებში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ქვარცხავა, რ. (2001). სოციალური ფსიქოლოგია: ტ. 1. თბ.