-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ქვარცხავა ილია ( 16.III.1909. სოფ. საჯიჯაო, ხობის რაიონი-17.I.1975, სოხუმი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე (1930). ამავე წელს მას მიეცა რეკომენდაცია ასპირანტურაში შესასვლელად. იგი მიავლინეს მოსკოვის უნ-ტთან არსებულ ფიზიკის ინ-ტში (1931). მოსკოვის უნ-ტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1934). ამის შემდეგ იგი მიიწვიეს მოსკოვის საკავშირო ელექტროტექნიკურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა (1936). იგი დანიშნეს ექსპერ. ფიზიკის კათედრისა და ერთდროულად თსუ-სთან ახალგახსნილ ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში - ელექტრონული მოვლენების ლაბორ. გამგედ. ქ. ფიზ.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი - დეკანად (1938). შემდეგ იგი სხვა ქართველ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსებთან ერთად გადადის სოხუმის ფიზ.-ტექნიკის ინ-ტში, სადაც ფართოდ გაიშალა მისი სამეცნ. მუშაობა (1946). მისი პირველი სამეცნ. შრომები ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნის დროს გამოქვეყნდა. ისინი ძირითადად ეხებოდა გაზებში განმუხტვის ინერციას. მომდევნო შრომებში ქ. ი.-მ გააანალიზა გაზებში ფოტოელექტრული დენის გაძლიერების საკითხები და მეორადი ემისიის მოვლენები. ერთ-ერთ ფიზიკურ მოვლენას, რ-იც ქართველმა მეცნ. შეისწავლა და შემდგომ ამერიკელმა მეცნ. მაკმილანმა დაადასტურა, ქვარცხავა-მაკმილანის ელექტრო-დინამიკური აჩქარების ეფექტი ეწოდა. პლაზმის სტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა დავას. ქ. ი.-მ მოხსენება წაიკითხა ი. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში პლაზმის სტრუქტურის საკუთარი იდეების შესახებ (1964). აკად. მ. ლეონტოვიჩმა გაიზიარა მისი შეხედულებები და მიულოცა გამარჯვება. მისივე წინადადებით ამ სტრუქტურას „ქვარცხავას სტრუქტურა“ ეწოდა. პლაზმის ფიზიკის მეორე მიმართულება კოაქსიალური ქვემეხებით შესწავლაა. საინტერესოა, რომ ასეთი „ქვემეხების“ პირველი კონსტრუქცია ქ.-მ შეიმუშავა, მაგრამ მას „მარშალის ქვემეხები“ უწოდეს ევროპაში. თუმცა ხშირად იხსენიება როგორც „მარშალ-ქვარცხავას“ ქვემეხები. ასეთი ქვემეხები გამოიყენება როგორც პლაზმის ამაჩქარებელი და გახურებული პლაზმის წყარო.