-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ჟურნალისტი პოლიტიკოსი
კვარაცხელია ვალერი ივანეს ძე (დ. 5.III.1948, წალენჯიხა), ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1975); ასპირანტურა (1979). ფილოსოფიის მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,ტელევიზია, როგორც სოციალისტური ცხოვრების წესის პროპაგანდის საშუალება“. მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად (1979-1982). იყო საქართვ. ტელერადიო კომიტეტის პოლიტ. მიმომხილველი (1983-1992). საქართვ. III მოწვევის პარლამენტის წევრი მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან (1992-1995); ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნ. უმცირესობათა საქმეების კომისიის, აგრეთვე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრი. სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ლიდერი (2016-დან). კ. ვ.-ს სამეცნიერო და პუბლიცისტური მოღვაწეობა მოიცავს სოციალურ-პოლიტ. ფილოს. და ჟურნალისტიკის საკითხებს. როგორც პოლიტ. მიმომხილველი და საზ. მოღვაწე, აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პოლიტ. ცხოვრების ანალიზში, ადამიანის უფლებებისა და სოც. სამართლიანობის პრობლემების გაშუქებაში.
თხზ.:კვარაცხელია, ვ. (1979). მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სოციალისტური ცხოვრების წესი. თბ.