-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
კვარაცხელია ვახტანგ ვარლამის ძე (14.VII. 1950 დაბა ჩხოროწყუ), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა თსუ–ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1971), და ასპირანტურა (1973). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1978). მუშაობდა თსუ–ის შემთხვევით პროცესთა თეორიის (1973-1977), ხოლო შემდეგ ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრაზე (2003-2007); მუშაობს საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტში (ამჟამად საქ. ტექნ. უნ-ტის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი), იყო ამავე ინ-ტის უმცრ., უფრ., წამყვანი მეცნ. თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, დირექტორი (1975-2025). ეწევა პედ. საქმიანობას სტუ–ის უმაღლ. მათ. კათედრაზე (1978- დან). მუშაობდა სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ალგებრა-გეომეტრიის და მათ. სტატისტიკის კათედრაზე (2002-2007); საქ. ტექნ. უნ-ტის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის დირექტორი და მთავარი მეცნ. თანამშრომელი; იყო თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. ლაბორატ. გამგე (2007-2013); სტუ–ის პროფესორი (2013-დან). არის ქართ. ენციკლოპედიის კონსულტანტი (2012). მისი სამეცნ. ინტერესთა სფეროა ალბათობის თეორია ვექტორულ სივრცეებში, შემთხვევით ვექტორთა კორელაციური თეორია და შემთხვევითი მწკრივების კრებადობა, მატრიცების თეორია, სადაც მიღებული აქვს საყურადღებო შედეგები. გამოქვეყნებული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია [3]:მას მოპოვებული აქვს არა ერთი ადგილობრივი და საერთაშ. გრანტები. მათ შორის, ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპა“-ს გრანტი (მკვლევარი, 2022-2025, 2025-2028), სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნ. კომიტეტისა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ერთობლივი სამეცნ. გრანტი (ხელ-ლი, 2025-2026). იგი არის: საქ. საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი; საქ. მათ. კავშირის წევრი; საქ. სტატისტიკური ასოციაციის წევრი; აშშ მათ. საზ-ბის წევრი; რეფერატურული ჟურნ. Zentralblatt fur Mathematiks რეფერენტი; საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. ექსპერტი; ოთხი დოქტორანტის ხელ–ლი; არა ერთი მაღალრეიტინგული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით (2013), ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემიით (2003), საქ. ტექნ. უნ-ტის ოქროს მედლით, არის ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე (2020).
თხზ.: Kvaratskhelia, V. (2000). Unconditional convergence of Gaussian random series in Banach spaces. Theory Probab. Appl., 45, 1, 147-152; Kvaratskhelia, V. (2002). SomeinequalitiesrelatedtoHadamardmatrices. Funct. Anal. Appl., 36, 1, 68-70; Kvaratskhelia, V. (2014). Unconditional Conver-gence of Functional Series in Problems of Probability Theory. Contemporary mathematics and itsapplications. Springer, Journal of Mathematical Sciences, Volume 200, Issue 2, p. 143-254.